"დავით კოვზირიძე კოვზით მიირთმევს ნეხვს!" - რით ემუქრება რეზო ამაშუკელი ტელეწამყვანს

"დავით კოვზირიძე კოვზით მიირთმევს ნეხვს!" - რით ემუქრება რეზო ამაშუკელი ტელეწამყვანს

ქართული პრესის მიმოხილვა, გაზეთი "ასავალ-დასავალი"

გაზეთი "ასავალ-დასავალი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოეტ რეზო ამაშუკელს ესაუბრა. ამაშუკელმა წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ღია აგრესია "ნაციონალური" მოძრაობის მიმართ და ადამიანებს, რომლებიც ყოფილ სამთავრობო გუნდს დაუჭერენ მხარს, უთავმოყვარეოებს უწოდებს.

ამასთან, ამაშუკელმა "დედის ინსტიტუტთან" დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ციტატა ინტერვიუდან:

"ტაბულას" ეთერში ზის ძალიან მძიმე კაცი კოვზირიძე, რომელიც ყველა გამოსვლაზე კოვზით მიირთმევს ნეხვს! ყველას ეკითხება - "ქართლის დედას რას დააჭერინებდით ხელში?" სანამ  მაგ კოვზირიძეს დააჭერინებდეს ხელში ქართველი ხალხი იმას, რაც ეკუთვნის, მანამდე ჩაიგდოს ენა! იცოდეს, ძალიან დიდ ცეცხლს ეთამაშება, იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ყველაზე დიდ ინსტიტუტს - დედის განცდას!", - აცხადებს პოეტი გამოცემასთან საუბრისას.

ასევე იხილეთ: ქართული პრესის მიმოხილვა | მარგველაშვილი "ნაცებისკენ" გადავა - რას წერს პრესა კიევში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება