რუსეთის მთავრობის ვიცეპრემიერი ტანკში გაიჭედა (+4 ფოტო)

რუსეთის მთავრობის ვიცეპრემიერი ტანკში გაიჭედა (+4 ფოტო)

რუსეთის ფედერაციის მთავრობის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი ტანკში გაიჭედა. აღნიშნული ფაქტი მაშინ მოხდა, როცა როგოზინი სადემონსტრაციო ფოტოსესიაზე იმყოფებოდა.

როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოსის გაბარიტები არ შეესაბამებოდა Т90А ტიპის ტანკის ლუქის ზომას.

როგოზინის ტანკიდან ამოსაყვანად, მანქანაში ერთ-ერთი ტექნიკოსის შეშვება და საბრძოლო კომპლექტის მოხსნა გახდა აუცილებელი. ერთი ტექნიკოსი როგოზინს ქვევიდან აწვებოდა, ორი კი ტანკის ზევიდან მის ამოყვანას ცდილობდა.

ინციდენტის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსი დამსწრე საზოგადოებას შეპირდა, რომ  "ამ სისაძაგლეში აღარასდროს ჩაძვრებოდა". დიდი ალბათობით, პოლიტიკოსი ამ დანაპირებს მაინც შეასრულებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა