გაჰყვება თუ არა ცოლად მენახირეს მერსი სულხანიშვილი? - "მოულოდნელი კითხვები" მოდის ბლოგერს

გაჰყვება თუ არა ცოლად მენახირეს მერსი სულხანიშვილი?  - "მოულოდნელი კითხვები" მოდის ბლოგერს

"ტელეწამყვანი, მოდის ბლოგერი, ფორმალურად მოდელი და ბოლოს მსახიობიც გავხდი", - ამბობს მერსი სულხანიშვილი, რომელიც გასულ ზამთარს ცნობილი იმით გახდა, რომ ერთ-ერთ გადაცემაში, გაშიშვლდა. მას მერე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია...

ამჯერად "ამბები.გე"-ს ბლიც-სერიის "მოულოდნელი კითხვების" ობიექტიც გახდა...

- მერსი, სად ხარ?

- რუსთაველზე, ჩემი გადაცემის ჩაწერა მაქვს...

- როგორი განწყობა გაქვს?

- სამუშაო, ფორმაში ვარ და ამასთან, მოწესრიგებულიც. მაცვია, ქართველი დიზაინერების სამოსი (სიცილით ამბობს)...

- შენი განმარტებით, ვინ არის ცნობილი ადამიანი?

- ნებისმიერი ადამიანი, - მეეზოვეა თუ პოლიტიკოსი, თუ თავის სფეროში მაგარია, ის ჩემთვის ცნობილია...

- შენ ცნობილი ადამიანი ხარ?

- ეს საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს სფეროში ხალხი მიცნობს და ვარ წარმატებული, ალბათ ცნობილი ვარ.

- მასობრივად პოპულარული იმით გახდი, რომ ეკრანზე მკერდი გამოაჩინე...

- საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი და ეს არის...

- არ გაღელვებს, რომ მასობრივად ასე გაგიცნეს?

- რატომ უნდა მაღელვებდეს?! ნებით თუ უნებლიედ, ვიმეორებ, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და რაღაც ისე მეცვა, რომ ყურადღება მივიქციე... არ მესმის, საერთოდ, რატომ უნდა ინანო რაიმე? ისევ, რომ აღმოვჩნდე იმავე სიტუაციაში, იმავეს გავაკეთებდი. თუ მაგარი ხარ, შეგიძლია, ყველაფერი მოირგო...

- ყველანაირ სამოსს ირგებ?

- როგორც ფოტოგრაფები და კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, ყველანაირ სამოსს ვირგებ.

- თუ არსებობს შენთვის უხერხული სიტუაცია?

- უეცრად ძალიან გაუგებარ სიტუაციაში, უცხო საზოგადოებაში რომ აღმოვჩნდე, - ეს ჩემთვის უხერხული მდგომარეობაა, თუმცა გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და თავს მაინც დავაღწევ.…ისე, ისიც უხერხულია, როცა სადღაც მიდიხარ და შესაბამის დრესკოდს არ ითვალისწინებ...

- ადამიანს სამოსით აფასებ?

- ყველას ვერ მოსთხოვ, რომ მაღალი გემოვნება ჰქონდეს და კიდევ, გემოვნება მატერიალური მდგომარეობითა და ამა თუ იმ ბრენდის ტანსაცმლით არ განისაზღვრება.

- ყოველთვის გულწრელი ხარ?

- მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო გულწრფელი. თამაში არ მიყვარს. სხვა ადამიანშიც ამას ვაფასებ...

- არ გაღელვებს, რას ფიქრობენ და ამბობენ შენზე?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინ ვარ მე! ეს ჩემ გარშემო ყველამ იცის...

- დავუშვათ ასეთი სიტუაცია: მენახირე შეგიყვარდა, - ცოლად თუ გაჰყვები?

- ოოო, იცით, რა? წარმოუდგენელია, ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს, რომლის მსოფლმხედველობა შენსას არ ემთხვევა. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება, სოფელში, ნატურალურ პროდუქტსა და ჯანსაღ საკვებზე გაზრდილი, პარკეტზე გაზრდილს ბევრად ჯობდეს. რაიონში იმდენი ლამაზი ბავშვი მინახავს, ქალაქში არც დადის იმდენი...

- ყველასთან შეგიძლია საერთო ენის გამონახვა?

- კი და მიმაჩნია, რომ ვარ კომუნიკაბელური ადამიანი.

- სკოლაში მასწავლებლებთან კონფლიქტი თუ მოგსვლია?

- კი, არ მიყვარდა, როდესაც რომელიმე მასწავლებელი ზედმეტად ჩაგრავდა ამა თუ იმ მოსწავლეს... ყოველთვის დიდივით ვაზროვნებდი...

- 2-იანი რა საგანში მიგიღია?

- არასდროს, არც ერთ საგანში 2-იანი არ მიმიღია...

- ვინ არის აინშატაინი?

- ფიზიკოსი. მისი ცნობილი პორტრეტი, ენა რომ გამოუყო სამყაროს, დაუვიწყარია. თან, როგორ მრავლისმთქმელად გააკეთა ეს. თავისი ეპოქის ადამიანებისგან გამორჩეული გარეგნობაც ჰქონდა...

- ახლა რა ლექსი გახსენდება?

- არ ვიცი, რატომ, მაგრამ "ვეფხსიტყაოსანი" გამახსენდა: "ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,/ შავი ცხენი სადავითა, ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა". პირველ კლასში რომ მივედი, ყველა "მე პატარა ქართველი ვარ" - ამ ლექსს ჰყვებოდა. მე კი "უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არა დაღვრილის დასაღვრელის ალბათ მაცნეა", - ვთქვი...

- პატრიოტიც ყოფილხარ... 2014 წელი რამდენი დღისგან შედგება?

- საერთოდ, წელიწადი 366 დღისგან შედგება, წელს ნაკიანი წელია, თებერვალი 28-ით იყო.

- დაკვირვებულიც ჩანხარ...

- მე ხომ ჟურნალისტი ვარ? თან, კალენდარი და დრო ისეთი ფასეული რამ არის, რასაც არ უნდა ჩამორჩე...

- ახლა სიყვარულს ვის აუხსნიდი?

- ალბათ იმ ადამიანებს, ვისაც ვუყვარვარ და პატივს მცემენ...

- ბევრს უყვარხარ?

- ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ჯობია, სხვამ შემაფასოს...

- პოლიტიკა გაინტერსებს?

- ჟურნალისტი ვარ და ვცდილობ, ყოველთვის ინფორმირებული ვიყო, მაგრამ პოლიტიკურ ჟურნალისტიკით ზუსტად ვიცი, რომ არ დავინტერსდები...

- პოლიტიკა და მოდა ერთმანეთს რომ შეადარო, შეგიძლია?

- მოდის ბიზნესიც პოლიტიკაა, შოუბიზნესიც პოლიტიკაა, ეკონომიკა და საერთოდ, ყველა გზა პოლიტიკისკენ მიდის...

- ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი?

- ირაკლი ღარიბაშვილი.

- კიდევ რომელ პოლიტიკოსებს დაასახელებდი?

- ძველ მთავრობაში უფრო ვიცოდი პოლიტიკოსები... ახლა გეტყვით: თინათინ ხიდაშელი, კახი კალაძე, დავით უსუფაშვილი - პარლამენტის თავჯდომარეა, ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს მინისტრია. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. კარგი პოლიტიკური სახეები არ შეიძლება, რომ ყურადღების მიღმა დაგრჩეს...

- ბოლოს რა ფრაზას დაგვიტოვებდი?

- ადამიანი შეიცნობა არა იმით, რას აკეთებს, არამედ იმით, რას ფიქრობს!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება