სალომე ჭაჭუა ''იმედზე'' პროექტ ''ადრენალინში'' მონაწილეობას სიხარულით დათანხმდა და მოცეკვავე ბევრისთვის წარმოუდგენელ დავალებებს ასრულებს. გველების გარემოცვაშიც იყო და მატლებისა და ლოკოკინების ჭამაც მოუწია. სალომე ნახევარფინალშია და წინ კიდევ ბევრი სირთულის გადალახვა ელოდება. შოუს მოგებული პრიზად 50 000 ლარს მოიგებს.
- სალომე, შოუში რთული დავალებების შესრულება გიწევს. ლოკოკინები, მატლები ჭამე, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია.
- მსგავს პროექტში მონაწილეობა ძალიან მინდოდა. ''შიშის ფაქტორს'' რომ ვუყურებდი, ვამბობდი, ეს პროექტი თუ გაკეთდა, ნეტავ, შემომთავაზონ-მეთქი და ''ადრენალინიდან'' რომ დამირეკეს, ძალიან გამიხარდა.
- როგორც მივხვდი, გველების შიში საერთოდ არ გაქვს.
- მსგავსი რაღაცების საერთოდ არ მეშინია. ერთადერთი სიმაღლის შიში მაქვს და ამ პროექტში ამ შიშის დაძლევაც მოვახერხე.