პამელა ანდერსონის ძველი შეყვარებული მოითხოვს, თქვას 14 წლის ასაკში ვინ გააუპატიურა

პამელა ანდერსონის ძველი შეყვარებული მოითხოვს, თქვას 14 წლის ასაკში ვინ გააუპატიურა

ყოფილმა მსახიობმა და ტოპ-მოდელმა, პამელა ანდერსონმა კანის კინოფესტივალის სტუმრები სკანდალური აღიარებით გააოცა. პრესკონფერენციის მსვლელობისას, რომელიც ცხოველთა უფლებებს შეეხებოდა, პამელამ განაცხადა, რომ 12 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

სრულიად მოულოდნელად დასავლურ გამოცემებს ტაირონ ანდერსონმა ინტერვიუ მისცა; ის პამელას შეყვარებული იყო. წყვილმა რომანი გაუპატიურებიდან 1 წლის შემდეგ დაიწყო. "პამელა, გვითხარი ვინ მოგექცა ასე", - აცხადებს ტაირონი.

"ყველა ვინც, პამელას სკოლაში ვიცნობდით, შოკში ვართ. ეს საშინელებაა. ის ვალდებულია, სიმართლე თქვას და თუ მართლა გააუპატიურეს, მათი სახელები გვითხრას. სკოლაში მისი შეყვარებული ვიყავი და ზოგიერთი ადამიანი თითს ჩემსკენ იშვერს. მან პოლიციას მოძალადეების სახელები უნდა უთხრას. როდესაც ტელევიზიით ეს ამბავი გავიგე, გული მეტკინა. ის ძალიან მიყვარდა. არასდროს ყოფილა დეპრესიული და ვერც კი შეატყობდი, რომ ასეთი ტრამვა ჰქონდა", - აცხადებს ის.

პამელას გაუპატიურების ამბავი სრული მოულოდნელობა იყო ოჯახის წევრებისთვისაც. ანდერსონის დედა, 65 წლის კეროლი და ძმა, 42 წლის გერი "განადგურებულები" არიან.

შეგახსენებთ, ვარსკვლავმა განაცხადა, რომ პირველად 6 წლის ასაკში განიცადა სექსუალური ზეწოლა ძიძისგან. 12 წლის ასაკში კი პამელა მისი უფროსი ძმის 25 წლის მეგობარმა გააუპატიურა. მსახიობის თქმით, ის ღამე დღემდე კოშმარად ახსოვს. ახალგაზრდა პამელას სექსუალური კოშმარი ამით არ დასრულებულა. 14 წლისა ის ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება