ყველაზე შეუსაბამო ვარსკვლავური წყვილები - უცნაური რეიტინგი

ყველაზე შეუსაბამო ვარსკვლავური წყვილები - უცნაური რეიტინგი

ქართულ რეალობაში იშვიათი არ არის, როდესაც ცნობილი ადამიანები ერთმანეთზე ქორწინდებიან. ამ კუთხით გამორჩეულები მაინც ფეხბურთელები და მოდელები არიან. სხვათა შორის პოლიტიკოსებსაც უყვართ მოდელებთან დაწყვილება. ამის მაგალითად კი შეგვიძლია ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის წყვილი მოვიყვანოთ.

ამჯერად გადავწყვიტეთ, ცნობილი სახეები ერთმანეთთან ''დაგვეწყვილებინა'', ოღონდ წყვილები, რომლებსაც შემოგთავაზებთ, ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ, რადგან მათი ერთად ცხოვრება წარმოუდგენელია.

ეს ადამიანები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე რომ შეხვედროდნენ, მაინც არასოდეს გაუღებდნენ ერთმანეთს გულის კარს. იმედია, როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოებრივად აქტიური სახეები თუ შოუბიზნესის წევრები იხალისებენ და ''გაგებით მოეკიდებიან'' ჩვენს ხუმრობას.

ნოდიკო ტატიშვილი და თეა წულუკიანი - ამ წყვილის ერთად წარმოდგენაც კი შეუძლებელია. გარდა ასაკობრივი სხვაობისა, მათ იმდენად განსხვავებული ინტერესები აქვთ, რომ ჯერ კიდევ წლების წინ სტრასბურგში მომუშავე წულუკიანი არასოდეს დაინტერესდებოდა ქართველი მომღერალი ბიჭით. იმავეს თქმა შეგვიძლია ნოდიკოზეც, სავარაუდოდ, ისიც არასდროს გაიქცეოდა ვარდით ხელში თეა წულუკიანთან პაემანზე.

გია სურამელაშვილი და ეკა ბესელია – გია რომ ფილარმონიას იპყრობდა, მაშინ ეკა ჯერ კიდევ იურისპრუდენციას ეუფლებოდა და არავინ იცოდა, მალე ცნობილი ადვოკატი და შემდგომ პოლიტიკოსი თუ გახდებოდა, ამიტომ მათი ცხოვრების გზები, სავარაუდოდ, არასოდეს გადაკვეთილა. შესაძლოა, ეკას გიას ფანოღები მოსმენილი აქვს, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რომ ან გიას მონდომებოდა ეკასთან მთელი ცხოვრების გატარება, ან ეკას გასჩენოდა სურვილი, რომ საღამოები გიას სერენადების მოსმენაში გაელია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება