რატი გაჩეჩილაძემ არ იცის, სად ამზადებენ გემრიელ ქართულ კერძებს

რატი გაჩეჩილაძემ არ იცის, სად ამზადებენ გემრიელ ქართულ კერძებს

''გემომეტრის'' სტუმრები თიკო ნატროშვილი და რატი გაჩეჩილაძე გახლავან. ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ, რომელ სუპერმარკეტებსა და კვების ობიექტებში დადიან ყველაზე ხშირად და რას ანიჭებენ უპირატესობას.

რატი გაჩეჩილაძე

- ყველაზე ხშირად ''გუდვილსა'' და ''სმარტში'' დავდივარ, რადგან არჩევანი დიდია.

- ხორცპროდუქტებსა და ძეხვეულს სად იძენ?

- ამოჩემებული არ მაქვს, მაგრამ ''ნიკორაში'' დავდივარ ხშირად.

- სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობ?

- იშვიათად მივდივარ ''მაკდონალდსში'', თუმცა სწრაფი კვების მოყვარული არ ვარ. იმიტომ კი არა, რომ წონაზე ცუდად აისახება, ეს პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ, ვიცი, ჯანმრთელობისთვის არაა კარგი და ვერიდები.

- ქართული კერძები გიყვარს? იცი, სად ამზადებენ გამორჩეულ ტრადიციულ კერძებს?

- მიყვარს ქართული სამზარეულო, მაგრამ არ ვიცი, ვერ დაგისახელებთ, სად ამზადებენ გამორჩეულად კარგ კერძებს. გარდა ქართულისა, ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო და ჩინურ რესტორანშიც დავდივარ ხოლმე.

- ინტერიერით, რომელმა კვების ობიექტმა მიიპყრო შენი ყურადღება?

- რესტორანმა ''წისქვილი''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება