''ჩვენი ნავთობი და ოქრო, სადაც ფული იშოვება, არის პოლიტიკა და სექსი''

''ჩვენი ნავთობი და ოქრო, სადაც ფული იშოვება, არის პოლიტიკა და სექსი''

მართალია, ნინო ნადირაძე-კუზანოვს ტრადიციები დიდად არ ხიბლავს, მაგრამ როგორც ყველა ქართველს, ბევრი რაღაცის გამო მასაც უხდება ანგარიშის გაწევა. არ უყვარს გამოთქმა - ''ასეა მიღებული'' და არ ესმის, რა საჭიროა ღრეობები სასაფლაოზე...

- მეზიზღება ტრადიციები, თუმცა ზოგიერთ მათგანს ვინარჩუნებ და ვექვემდებარები. მეზიზღება ღრეობასთან დაკავშირებული ტრადიციები, მაგალითად, ახალი წლის უაზრო სუფრები, არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც მთელ ბიუჯეტს ხარჯავენ ამ ორსაათიანი სუფრის გამო და მერე მთელი თვე ისე სხედან. ასევე არ მესმის სასაფლაოებზე გამართული ღრეობების. ვერ ვიტან გამოთქმას, ''ასეა მიღებული''. ნებისმიერი ჩარჩო საშინლად მაღიზიანებს და მთრგუნავს. ხანდახან ვცდილობ, ამ ჩარჩოებს გავექცე, მაგრამ საქართველოში ძნელია, არ დაემორჩილო ტრადიციას. მარტო რომ ვიყო, ჩემ უკან არ იდგეს ოჯახი, მშობლები, შვილები, სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი, მაგრამ ახლა ყველას ვუწევ ანგარიშს. ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ტრადიციები კომუნისტურ ეპოქაში მცხოვრები გაზარმაცებული ხალხის შექმნილია, ვიდრე ქართველი გლეხის, რომელსაც ერთ ხელში ბარი ეჭირა და მეორეში - ხმალი.

- ნინო, შენი აზრით, ტრადიციულ ქართულ ოჯახში ქალი იჩაგრება?

- კი, რადგან ქალი კაცის საქმესაც აკეთებს და ქალისასაც, ეს შეიძლება, ემანსიპაციით გავამართლოთ, მაგრამ კაცს მაინც არაფერს ვთხოვთ, ამიტომაც ქართულ რეალობაში არსებობს საყოველთაო ფრაზა - კაცს ყველაფერი ეპატიება. ქალი კი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იჩაგრება. თუ ქალი მუშაობს, რატომ მუშაობსო, არ მუშაობს და რატომ კიდია ქმრის კისერზეო, ბავშვებს თვითონ ზრდის და გამოშტერდა სახლში ჯდომითო, ძიძას აიყვანს და ბავშვები არ აინტერესებს, მიყრილი ჰყავსო.. მოკლედ, ქალმა რომ კაცის მოსაწონი გააკეთოს, არ არსებობს.

ჩვენს ქვეყანაში ქალის მიმართ მაინც მომხმარებლური დამოკიდებულებაა. რაც უნდა ვიძახოთ, რომ ევროპულად ვაზროვნებთ, რეალურად ძალიან შორს ვართ ამისგან, მით უმეტეს ქალთან მიდგომის საკითხში, რადგან მამაკაცები ქალს მაინც ისე უყურებენ, როგორც მოხმარების საგანს, ზოგს ქალი ბავშვების გასაჩენად სჭირდება, ზოგს – დამლაგებლად, ზოგს – საყვარლად და ა.შ. ერთეული მამაკაცები უყურებენ ქალს, როგორც თანასწორს, დანარჩენ შემთხვევებში ქალი ბევრად წაგებულ მდგომარეობაშია.

- გუგას როგორი დამოკიდებულბა აქვს ამ საკითხის მიმართ?

- გუგა რა, საქართველოში არ ცხოვრობს? თავს იკავებს, თორემ სხვა მამაკაცებისგან შეხედულებებით არანაირად არ განსხვავდება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება