მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული გახსნის ცერემონიალი - შთამბეჭდავი სანახაობის მთავარი ეპიზოდები (+30 ფოტო)

მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული გახსნის ცერემონიალი - შთამბეჭდავი სანახაობის მთავარი ეპიზოდები (+30 ფოტო)

ბრაზილიაში, სან-პაულუში გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გრანდიოზულ ღონისძიებას სტადიონზე 68 000 გულშემატკივარი დაესწრო, ტელევიზიით კი შოუ მილიარდამდე ადამიანმა იხილა. პროგრამაში 600-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული - მუნდიალის ოფიციალური სიმღერა We Are one მეგა-ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა, რეპერმა პიტბულმა და კლაუდია ლეიტემ შეასრულეს.

ცერემონია 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. დიზაინერებმა პერფორმანსისთვის ფერადოვანი კოსტუმები შექმნეს. ღონისძიებისთვის მზადება მარტში დაიწყო. როგორც შოუს ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რეპეტიციებს 100 საათი დაუთმეს. ორგანიზატორებმა 31 კასტინგი გამართეს, სადაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს. ღონისძიების ქორეოგრაფი პაულო ბაროსია - მან ორჯერ გაიმარჯვა საუკეთესო სამბას სკოლის ტიტულში, რომელსაც რიო-დეჟანეიროს კარნავალზე არჩევენ.

რაც შეეხება ფეხბურთის მატჩს: მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატია ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა