"გაბრაზებული რომ ვიყო, პანჩურს ამოვარტყამდი" - რატომ შეახტა ზურგზე მიშა მესხი გოჩა ჩერტკოევს

"გაბრაზებული რომ ვიყო, პანჩურს ამოვარტყამდი" - რატომ შეახტა ზურგზე მიშა მესხი გოჩა ჩერტკოევს

12 ივნისს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი ტური გაიმართა. დარჩენილმა ოთხმა წყვილმა ორ-ორი ცეკვა შეასრულა. მაყურებელთა გადაწყვეტილებით, აუტსაიდერებს შორის მუსიკოსი თიელი და მსახიობი მიშა მესხი მოხვდნენ. ყველაზე ნაკლები ხმა კი მიშა მესხისა და ჯულიანა ბარგნარის წყვილს ერგო.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, მოულოდნელად, დარბაზში ნოე სულაბერიძე გამოჩნდა და ჟიურის წევრებს რაღაც ჩასჩურჩულა. ამის შემდეგ გოჩა ჩერტკოევმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ პროდიუსერების გადაწყვეტილებით, პროექტს არც ერთი წყვილი არ დატოვებდა, რადგანაც ჟიურიმ ვეტოს უფლება გამოიყენა. გახარებული მიშა მესხი ჯერ ჩერტკოევს შეახტა ზურგზე, შემდეგ კი სცენაზე მყოფ ანრი ჯოხაძეს...

"ამბები.გე" მიშა მესხს დაუკავშირდა:

- გუშინ ლამის გამომაბუნძულეს შოუდან...

- ხომ გიშველეს და არ დაგატოვებინეს პროექტი - ვეტოს უფლება გამოიყენეს...

- სწორედ მაგაზე გავბრაზდი, რომ საშველი გავხდი...

- გახარებული გოჩა ჩერტკოევს ზურგზე კი შეახტი და... ხომ არ გისაყვედურა?

- (სიცილით ამბობს). გიჟი ხარო, - მითხრა. სხვა რა უნდა ეთქვა?…

-  ზურგით პატარა მანძილზეც კი გატარა...

- ჯიგარია, ისე ცხოვრებაში, ურთიერთობაში  კარგი ტიპია, "პროსტა" შეფასებებში ცოტა მჩაგრავს...

- ზურგზე შეახტომა რამ მოგაფიქრა?

- არც მიფიქრია, - გავექანე და შევახტი.

- მეგონა, ამ საქციელით, სამაგიერო გადაუხადე.

- მასზე გაბრაზებული რომ ვიყო, მაშინ პანჩურს ამოვარტყამდი... იმაზე გავბრაზდი, რომ საშველი და გადასარჩენი გავხდი, გასაგდები არ ვიყავი, ძალიან მაგრად ვმუშაობ, ყველაზე მაგრად...

- აბა, ჟიურიმ რატომ ამოგიჩემა?

- არ ვიცი. აზრზე არ ვარ, რა ხდება... ისე, შეიძლება ჩემ ადგილზე ამ მდგომარეობაში სხვაც ყოფილიყო...

- ახლა რას აპირებ?

- ალბათ მივალ ვარჯიშზე. ისე, არ ვიცი, ვნახოთ, როგორ იქნება საქმე.

- ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ გუშინვე ანტალიის საგზურით დაგასაჩუქრა. საგზური კი იმ კომპანიის სახემ, ანრი ჯოხაძემ გადმოგცა.

- საჩუქარი ერთ კაცზე? მე და ჯულიანას თითო-თითო საგზური მოგვცეს. ცოლის გარეშე რომ წავიდე, თავს გამიტეხავს (სიცლით ამბობს). არა, მარტო სად წავალ, რა პონტია?!

- მერე ანრისაც შეახტი ზურგზე... სხვა დროსაც ხომ არ გამოგიხატავს ასეთი ფორმით სიხარული?

- კი, ალბათ. ფეხურთის დროს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება