რატომ ტირის ქუჩაში ნინუცა მაყაშვილი

რატომ ტირის ქუჩაში ნინუცა მაყაშვილი

პროფესია და საქმიანობა:

სამსახიობო მაქვს დამთავრებული, ვარ კიდეც მსახიობი, თუმცა იმავდროულად სხვა სფეროშიც მიმუშავია, მაგალითად, ტელევიზიაში, ამ ეტაპზე კი შეიძლება ითქვას, რომ რადიოწამყვანი ვარ.

საყვარელი ფილმი და მსახიობი:

ბევრი ფილმი მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს Big Fish, ასევე ფილმები ჯიმ კერის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს საყვარელ მსახიობებში გამორჩეული ადგილი სწო-რედ ამ მსახიობს უკავია.

რისი გეშინია?

- საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

საყვარელი წიგნი:

ასე კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ ბოლოს სალვადორ დალის ცხოვრება წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ახლა კი ვკითხულობ ჯონ ფაულზის ''კოლექციონერს''და ესეც მომწონს.

ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ კუნძულზე... - სულ არ მინდა უკაცრიელ კუნძულზე გამგზავრება (იცინის), მაგრამ თუ წავიდოდი, მეგზურად შევარჩევდი ჩემს მეგობარ ნიკას, რომელთან ერთადაც უკაცრიელ კუნძულზე კი არა, ქვეყნის დასალიერში ან დედამიწის გარეთ რომ აღმოვჩნდე, დარწმუნებული ვარ, კარგად ვიქნები.

დაასახელე რამდენიმე ნივთი, რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე მყოფი ინატრებდი: - მაცივარი გამოტენილი საჭმლით, სანთებელა, რომელიც არასდროს არ ''ჯდება''და სათვალე. სამი სურვილი, რომლის ასრულებასაც ოქროს თევზს სთხოვდი...

1. ჩემს საყვარელ ადამიანებს ყველაფერი ჰქონდეთ კარგად. 2. ჩავუთქვამდი, რომ ამ ქვეყანაში მეტი ყურადღება ექცეოდეს გაჭირვებულ და კეთილ ადამიანებს. 3. მაპატიეთ, რომ ასეთი მიკერძოებული ვარ, მაგრამ მინდა ჩემი სახლი დიდი ვერანდითა და კარგი ხედით.

საოცნებო ვახშამი მსოფლიო დონის ადამიანთან:

ჰოლივუდში წითელ ხალიჩაზე დიდი სიამოვნებით ვივახშმებდი ჯიმ კერისთან ერთად.

იხილეთ გაგძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება