გიორგი გაბუნიას ფავორიტი მაჩო შეყვარებულია

გიორგი გაბუნიას ფავორიტი მაჩო შეყვარებულია

მას მერე, რაც გიორგი ბერიძემ ''X ფაქტორი'' დატოვა, მიშო ელიავასა და მის მენტორ გიორგი გაბუნიას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გიორგი ბევრად სჯობდა მიშოს, რომ ელიავა იმიტომ დარჩა პროექტში, რომ სიმპათიურია. მიშო ელიავა შემდეგ ლაივზე მენტორმა დაიცვა, კონკურსანტებს თავი დაანებონ, მე გამაკრიტიკეთ, გამლანძღეთ, მაინც ფეხებს შუა მკიდია და თან ძალიან ღრმადო. მიშოს ''რუსთავი 2''-ში რეპეტიციის დროს ვესტუმრეთ.

- მიშო, ქართველი მაჩოს იმიჯი გაქვს ''X ფაქტორში''. ეს მოგწონს თუ გაღიზიანებს?

- მაღიზიანებს, იმიტომ, რომ მაყურებელი ჩემში მარტო ამას ხედავს. სინამდვილეში ამ იმიჯზე ვღადაობ, არტისტულად ვუდგები. როცა მარტო ამას ხედავენ და ნამღერს და სიმღერას ფეხზე იკიდებენ, გული მწყდება.

- ეს იმიჯი შენ თვითონვე შექმენი პირველ ტურზე. გოგონების გულთამპყრობელის სახელიც ჟიურიმ თავად მოგარგო, მგონი, მაყურებელს ტყუილად საყვედურობ…

- გასაგებია, მაგრამ მსგავს ხასიათს პირველ ტურზე სიმღერა მოითხოვდა. რადგან მაჩოს განსახიერება კარგად გამომდის, იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს შემიძლია. სინამდვილეში საერთოდ არ ვარ მაჩო, თავდაჯერებული და თავში ავარდნილი ბიჭი, ყველა გოგოს ''შებმა'' რომ ეხერხება. გულწრფელი და კეთილი ბიჭუნა ვარ (იღიმება). უბრალოდ, მიყვარს სხვადასხვა როლის მორგება, გამომდის კიდეც.

- მსახიობობა შენი პროფესიაც ხომ არ არის?

- არა. ჯაზის ფაკულტეტზე ვსწავლობ. თავიდან მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მეორე კურსიდან კონკრეტული მიმართულება ავირჩიე. გავრისკე და არ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მერე სამსახური არ მექნება, გადავწყვიტე, თავი მუსიკას მივუძღვნა.

- ეს რომ შემოსავლიანი არ არის ჩვენთან?

- გავხდი შემოსავლიანს, იმედია (იღიმება).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება