''ყველაზე თვითმყოფადი და წრფელი პოეზიაში ვარ''

''ყველაზე თვითმყოფადი და წრფელი პოეზიაში ვარ''

ნინო სადღობელაშვილი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი.

დაბადების თარიღი: 1980 წლის 3 იანვარი.

უმაღლესი განათლება მიიღო კულტურის ინსტიტუტში, ლიტერატურის დაოსტატების სპეციალობით, სახელოსნოს ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი.

ამბობს, რომ მისი ნაწერებისა და ზოგადად შემოქმედების ერთგული მასზე მეტად დედამისია. შვილის პირველ ნაჯღაბნებს სულ ინახავდა, დაჰფოფინებდა და დღემდე ასეა. ახლა ცალკე ცხოვრობს და თავისი ნაწერების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დღემდე ფურცლებზე კალმით წერს, ვერაფრით დაუმეგობრდა კომპიუტერს, თან სისტემატურად.

ძვირფასი შთაბეჭდილებები ბავშვობიდან...

- რაც უფრო მეტი დრო გადის და ასაკი მემატება, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ ბავშვობაზე. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ბავშვობას კი არ ვშორდები, არამედ ვუახლოვდები, წრეზე მივდივარ და ისევ იქ ვბრუნდები, საიდანაც ყველაფერი იწყებოდა. ჩემმა ბავშვობამ, ისევე, როგორც ჩემი თაობის პატარაობამ, მძიმედ და ნაცრისფრად გაიარა. ამის მიუხედავად, ჩემს მეხსიერებას შემორჩა მხოლოდ ყველაზე ფერადი, საუკეთესო, კაშკაშა დღეები. თითქოს იმ მოგონებებს ჩავეჭიდე და ბავშვობას მხოლოდ ის წავგლიჯე. ასეთი ნათელი დღეები კი უკავშირდება ჩემს სოფელს, საჩხერეს, საიდანაც ვარ და ბებია-ბაბუას. დედის მხრიდან კი ფშავში ბებო და პაპა მყავდა. ჩემი წინაპრების უშუალო დამსახურებაა, რომ მიუხედავად იმ 90-იანი წლების სირთულეებისა, მაინც მქონდა ისეთი ბავშვობა, რომელიც მიყვარს, სულ თან დავატარებ და მინდა ხოლმე, რომ იგივე განიცადოს ჩემმა შვილმაც, როცა ის გაჩნდება ამ სამყაროში...

წიგნთან დაახლოება

- კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ არსებობს და ახლა იმ შენობაში თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსია. გამიმართლა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელოსნო ჯგუფში მოვხვდი. შვიდი გოგონა ვიყავით. ბატონმა ვახუშტიმ პირველივე დღეს გვითხრა, ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე ოდესმე წერას გასწავლით, ეს ღვთის საჩუქარია, უბრალოდ, მე შემიძლია, გაქციოთ კარგ მკითხველებადო და ეს მან ზედმიწევნით კარგად შეძლო. შვიდი ადამიანიდან მხოლოდ მე განვაგრძე წერა. დანარჩენები, ჩემზე გაცილებით ნიჭიერები, არიან კარგი მკითხველები, რამდენიმე ქართულის პედაგოგია და მნიშვნელოვან საქმეებს ემსახურება...

მე პედაგოგად ცოტა ხანს, ვმუშაობდი. ჩემივე სკოლაში მივბრუნდი. ვასწავლიდი საზღვარგარეთის ლიტერატურას. პროგრამა თავად შევადგინე. დირექტორმა სრული თავისუფლება მომცა. ვერ ვიტყვი, რომ იმ ორი წლის განმავლობაში ყველა დავაინტერესე მხატვრული ლიტერატურითა და ზოგადად კითხვით, მაგრამ ერთი რომ მაინც დაინტერესდა, ეს ჩემთვის უკვე დიდი გამარჯვება იყო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება