"სძულს ფაბრიკატი და პოპულარობით მშიერი ვარსკვლავები" - ლეონარდო დიკაპრიომ ჯასტინ ბიბერი წვეულებიდან გააგდო

"სძულს ფაბრიკატი და პოპულარობით მშიერი ვარსკვლავები" - ლეონარდო დიკაპრიომ ჯასტინ ბიბერი წვეულებიდან გააგდო

ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო წვეულებების დიდი მოყვარულია და ლამაზ ქალებთან და მეგობრებთან ერთად ხშირად ერთობა.

როგორც თვითმხილველები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, ერთ-ერთ ვიპ-წვეულებაზე ლეონარდომ თინეიჯერების კერპი ჯასტინ ბიბერი არ შეუშვა და კატეგორიულად მოითხოვა, ამ ახალგაზრდას მასთან ფოტოები არ გადაეღო.

როგორც ჟურნალი Star წერს, კანის კინოფესტივალზე, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში დიკაპრიომ მეგობრებთან ერთად მოილხინა. მოულოდნელად კლუბში ჯასტინ ბიბერი გამოჩნდა. როდესაც დიკაპრიო დაინახა, მასთან ერთად გართობის ნებართვა ითხოვა, თუმცა ლეონარდოსგან მტკიცე უარი მიიღო.

"დიკაპრიო ფიქრობს, რომ ჯასტინი პატარა სასაცილო არსებაა. მას არ სურს და არ სჭირდება ფოტოები პოპულარობით მშიერ და ფაბრიკატ ვარსკვლავებთან", - ამბობს დიკაპრიოს მეგობარი.

დიკაპრიო არც კარდაშიანებს სწყალობს და მათთან სიახლოვესაც მაქსიმალურად ერიდება.

მომზადებულია Star-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება