დათუნა მგელაძე: ''ქართველი ბიჭები უფრო ელოდებიან ხოლმე ჩემს კონცერტებს''...

დათუნა მგელაძე: ''ქართველი ბიჭები უფრო ელოდებიან ხოლმე ჩემს კონცერტებს''...

ყოფილი ''ჯეოსტარელი'', მომღერალი დათუნა მგელაძე, წელიწადზე მეტია, რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში ცხოვრობს. კორპორატიულ საღამოებზე მღერის და როგორც მასთან ინტერვიუდან გავიგეთ, იქ მცირე ბიზნესიც ააწყო. როგორც ჩანს, ახალგაზრდა მომღერალმა რუსეთის დედაქალაქში ფეხი მოიკიდა და საქართველოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს.

ზაფხულის ბოლოს ჩამოვა, მაგრამ სექტემბრისთვის ისევ უკან დაბრუნდება. იმ მოკლე პერიოდში, როცა საქართველოში იქნება, საკუთარი თაყვანისმცემლებისთვის რამდენიმე კონცერტის გამართვას გეგმავს. რასაკვირველია, დროს ოჯახთან ერთად გაატარებს და მონატრებულ მეგობრებსაც მოინახულებს.

დათუნა ჩვენთან ადრინდელ ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსულ ''ვოისში'' აპირებდა მონაწილეობას, თუმცა წინა წელს გადაიფიქრა და ახლაც, როცა ვკითხეთ, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, გავა თუ არა რუსულ მუსიკალურ კონკურსზე...

- ვცხოვრობ მარტო მოსკოვის ცენტრში, ჩემთვის წყნარად, მშვიდად და კარგად. ქართველებს კი ვხვდები, მაგრამ ადრე უფრო ხშირად გვქონდა თავშეყრები, ახლა იმდენად აღარ. ძირითადად, კორპორატიულ საღამოებზე ვმღერი, ასევე მაქვს ჩემი მცირე ბიზნესი, ორი მაღაზია. ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, ბიზნესთან რაიმე შეხება თუ მექნებოდა (იცინის). ვერთობი და ვმუშაობ კიდევაც. აგვისტოში ვაპირებ თბილისში ჩამოსვლას, მაგრამ მცირე ხნით. სექტემბერში უკან დავბრუნდები. ამ მცირე პერიოდში მინდა, რამდენიმე კონცერტი გავმართო. სხვათა შორის, ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, რომელიც პეკე ბეგაშვილმა დამიწერა, ტექსტი რუსულ ენაზე მანანა გურგენიძემ შექმნა.

- კონცერტების დროს მსმენელი როგორ გხვდება?

- ძალიან კარგად მხვდებიან, ყოველი კონცერტის შემდეგ უბედნიერესი ვარ და სადაც მქონია კონცერტი, არსად არ ყოფილა დარბაზი ცარიელი. კონცერტებზე ვასრულებ ძირითადად ჩემს რეპერტუარს, კორპორატიულ საღამოებზე კი - ცნობილი სიმღერების ქავერებს, თუმცა რამდენიმე სიმღერას ჩემი რეპერტუარიდანაც ვურევ ხოლმე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება