''მოდურია ნაბეჭდით გაფორმებული ქუსლები...''

''მოდურია ნაბეჭდით გაფორმებული ქუსლები...''

თათა გაბისონიასა და სოფო განუგრავას ცხოვრებაში 2013 წლამდე ტანსაცმლის მოდელირება ჰობი იყო. ვინაიდან ეს საქმე ორივეს სიამოვნებას ანიჭებს, გადაწყვიტეს, უფრო მეტი დრო დაეთმოთ მისთვის, გაეერთიანებინათ იდეები და შეექმნათ ბრენდი. შესაბამისად, გასული წლის იანვრიდან აქტიურად მუშაობენ Street Dresscode-ის სახელით.

- ჩვენი მთავარი მოტივია მეტი თავისუფლება ჩაცმის სტილში. ზოგადად, ''დრეს-კოდი''ნიშნავს მკაცრად განსაზღვრულ სტილს, მაგრამ ამის მიღმა ადამიანისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ''ჩაცმის კოდი'', სტილი, რომელიც თავისუფალია ყველა ჩარჩოსგან, რომლითაც გახვალ ქუჩაში და იცი, რომ განსხვავებული იქნები. სწორედ ამის გამო ავირჩიეთ ქუჩის, თავისუფალი და ცოტა ''თავგასული''დრეს-კოდი, რაც, რასაკვირველია, არ გულისხმობს მხოლოდ სპორტულ და ყოველდღიურ სტილს, მთავარი იდეა მაქსიმალური მრავალფეროვნებაა.

- ახლა თუ მუშაობთ ახალ კოლექციაზე?

- კი და ვცდილობთ, ეს ხაზი იყოს მაქსიმალურად ჰაეროვანი და ფერადი. ვქმნით მაისურებს და ზაფხულის კაბებს, რომელთა ნაწილზეც ვაბეჭდავთ ჩვენ მიერ მოფიქრებულ ვიზუალებს სხ-ვადასხვა წარწერით და ვაფორმებთ თვლებით, ხოლო ნაწილზე ტექსტილისთვის განკუთვნილი მასალით ვხატავთ.

- რომელი წლების გავლენა ახდენს გავლენას ამ სეზონის მოდის ტენდენციებზე?

- 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში 70-იანი წლების გავლენას აშკარად ვგრძნობთ, რაც, თავის მხრივ, კოლექციებს უფრო მეტ ქალურობასა და რომანტიკულობას მატებს. რაც შეეხება სილუეტს, აქტუალურია ფართო სტილის ტანსაცმელი, ასევე მჭიდრო, მაღალწელიანი ქვედაბოლოები ან შარვლები მოკლე, ფართო სტილის მაისურებთან.

- ფერებზე რას გვეტყვით?

- წელს ფერთა ფართო არჩევანი გვაქვს, აქტუალურია ნათელი, ჭრელი ფერები, ქსოვილები სხვადასხვა კომპოზიციით, ყვავილებიანი, ზოლებიანი, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ფერი.

- დიზაინერების ნაწილი ამბობს, რომ თავისუფალი ზედებია მოდაში, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ გამოკვეთილი უნდა იყოს წელი, თქვენ რას გვირჩევთ?

- ვეთანხმები მათ, ვინც თავისუფალ ზედატანებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ეს ნამდვილად ჩრდილავს ტანზე მომდგარ და გამოყვანილ მოდელებს. ცოტა გრძელი, განიერი სტილის შემთხვევაში კარგი იქნება წვრილი, მკვეთრი, კონტრასტული ფერის ქამრით წელის დაფიქსირება. ეს ძალიან ამართლებს იმ შემთხვევაშიც, თუ გვაცვია შარვალი ან ნებისმიერი სიგრძის ქვედაბოლო.

- რაც შეეხება ფეხსაცმელს, ამ მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?

- წელს აქტუალურია როგორც დაბალი, ჩალის, სწორძირიანი ფეხსაცმელი, ასევე მაღალი და მსხვილქუსლიანი. მოდურია როგორც სხვადასხვა დეტალით ან ხელით შესრულებული ნახატებით გაფორმებული ფეხსაცმელი, ასევე ნაბეჭდით გაფორმებული ქუსლები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება