"გაზპრომმა" უკრაინას შესაძლოა გაზი დღეს შეუწყვიტოს

"გაზპრომმა" უკრაინას შესაძლოა გაზი დღეს შეუწყვიტოს

რუსული "გაზპრომის" განცხადებით, თუ უკრაინა დღეს, ადგილობრივი დროით 10 საათისთვის რუსული მხარის 1,95 მილიარდი დოლარის დავალიანებას არ დაფარავს, "გაზპრომი" უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, უკრაინის, ევროკომისიისა და რუსეთის წარმომადგენლებმა კიევში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამასთან, უკრაინის "ნაფტოგაზის" დირექტორის ანდრეი კობალიოვის განცხადებით, ევროკომისიის კომპრომისული ვარიანტი გულისხმობდა უკრაინისთვის რუსულ ბუნებრივ აირზე დროებითი ფასის შეთანხმებას 1 000 კუბურმეტრ გაზზე 326 დოლარის ოდენობით.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი უკრაინას 1 000 კუბურ მეტრ გაზს 385 დოლარად სთავაზობს და ეს შეთავაზება საბოლოოა.

მომზადებულია pravda.com.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა