"ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს, აწი იქნებ იმაზეც დაფიქრდნენ, რომ საქმე უნდა აკეთონ"

"ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს, აწი იქნებ იმაზეც დაფიქრდნენ, რომ საქმე უნდა აკეთონ"

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ეხმაურება და "ქართული ოცნების" კრახზე წერს.

"წელიწადნახევრის წინ დიდი უმრავლესობით მოსული პარტიისათვის, დღეს 50 პროცენტიანი ზღვარის ვერ გადალახვა, ძალიან დიდი კრახია და ამას ალბათ აცნობიერებს ქართული ოცნება. აწი იქნებ იმაზეც დაფიქრდნენ, რომ საქმე უნდა აკეთონ ნაციონალების ლანძღვის ნაცვლად.

ეს იმის მანიშნებელია, რომ უკვე ძალიან ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს.

და ნიკა მელიამ რომ ამდენი ხმა მიიღო, იქნებ ნაციონალებიც დაფიქრდნენ, რომ ძველი სახეები ჩახსნან და აქცენტი ახალზე გააკეთონ. მერობის კანდიდატი, ვინმე ძველი სახე რომ ყოფილიყო ამის ნახევარ ხმებს ვერ აიღებდა.

ნაცებისთვის ცალსახად კაი შედეგია ის, რაც მიიღეს. მე ამდენს არ ველოდი. ეს წელიწადნახევარია მათი დისკრედიტაციაზეა კონცენტრირებული მთელი ხელისუფლება და რადარებიდან ვერ გააქრეს", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ასევე: ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება

ცესკო: 15 რაიონი, რომელშიც გამგებლის ხელახალი არჩევნები გაიმართება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს