ფეხბურთის გამო გამოწვეული უძილობით, მამაკაცი გარდაიცვალა

ფეხბურთის გამო გამოწვეული უძილობით, მამაკაცი გარდაიცვალა

ჩინეთში გარდაიცვალა 25 წლის მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე ღამე ფეხბურთის გამო გაათენა. ამის შესახებ Eurosport წერს. მამაკაცი საკუთარ სახლში, ტელევიზორის წინ მჯდომი, გარდაცვლილი იპოვნეს. ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთი-ჰოლანდიის შეხვედრას უყურებდა.

ზუსტად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - ორგანიზმის გამოფიტვა თუ გულის შეტევა გამოწვეული ძილის უკმარისობით, ჯერჯერობით უცნობია.

არც ისაა ცობილი, რამდენი საათი არ უძინია ფეხბურთის მოყვარულ მამაკაცს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ყველა საფეხბურთო შეხვედრისთვის თვალყური ედევნებინა, მიუხედავად ბრაზილიასთან 11 საათიანი სხვაობისა.

არსებული მონაცემებით, მსგავსი შემთხვევები ჩინეთში 2006 და 2010 წლებშიც მოხდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა