ბავშვები, რომლებმაც მილიონები იშოვეს

ბავშვები, რომლებმაც მილიონები იშოვეს

მილიონერობაზე ზოგჯერ გამოცდილი ბიზნესმენებიც ვერ ბედავენ ფიქრს. აღარაფერს ვამბობთ საშუალო ხელფასის მქონე ადამიანებზე, რომლებიც ოცნებაშიც კი არ მიდიან ასე შორს. არადა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მსოფლიოში მილიონერების 90%-მა კაპიტალი დამოუკიდებლად დააგროვა და ეს ბავშვობიდანვე დაიწყო. მილიონერებს შორის არიან ბავშვებიც, რომელებმაც პირველი მილიონი 9-15 წლის ასაკში იშოვეს. მაგალითად, ყველაზე ცნობილმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა პირველი კაპიტალი ბავშვობაში დააგროვა.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ნორჩ მილიონერებს:

გაზონების მკრეჭავი

კანადელმა რაიან როსმა ბიზნესის ნიჭი 3 წლის ასაკში გამოავლინა, 9 წლისა კი უკვე მილიონერი იყო. ჯერ სახლის ეზოში ქათმების ფერმა მოაწყო, მერე კი გაზონების კრეჭით შოულობდა ფულს: ქირაობდა მკრეჭავებს და საათში 15 დოლარს უხდიდა, თავად კი დამკვეთისგან იმავე სამუშაოში 20 დოლარს ღებულობდა. ამ საქმიანობით ნაშოვნი თანხით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო - გაზონების მორწყვას სთავაზობდა დამკვეთს, რაც საათში 200 დოლარი ღირდა, მუშებს კი 100 დოლარს უხდიდა. 8 წლისამ უკვე 4 კომპანიას ჩაუყარა საფუძველი. მიღებულ შემოსავალს კი უძრავ ქონებაში აქტიურად აბანდებდა... ეს ყველაფერი ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ დაიწყო - "როგორ ვიშოვოთ სწრაფად ფული", რომელიც დედამისმა დაწერა. ბიჭმა ადვილად იპოვა ფულისკენ მიმავალი გზა და მალე მილიონების შოვნაც დაიწყო. მისი მიღწევები გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

გართობით ნაშოვნი მილიონი

ჟულიეტ ბრინდაკმა ბიზნესი 10 წლის ასაკში წამოიწყო - 8-13 წლის გოგონებისთვის გასართობი ინტერნეტპორტალი შექმნა. ონლაინ თამაშებით, ტესტებითა და ჩატით უამრავი მნახველი დააინტერესა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას ინტერნეტპერსონჟამა მის ოუმ მოუტანა. პორტალს ყოველდღიურად 7 მლნ ადამიანი სტუმრობდა. პირველ მილიონსაც მაშინ "გამოჰკრა ხელი". დღეს ჟულიეტი 20 წლისაა და ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს. მის კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული და ყველა დისტანციურად მუშაობს. თავადაც ბიზნესს სასწავლო პროცესისგან მოუწყვეტლად უძღვება. დღეს მისი კაპიტალი 15 მლნ დოლარია.

საკუთარი ტრაგედია ბიზნესის სამსახურში

ჟასმინ ლორენსმა 14 წლის ასაკში თმის მოვლის არომატული საშუალება შექმნა. მისი ბიზნესი ტრაგედიით დაიწყო - გოგონას თმა გასცვივდა და გამელოტების აშკარა საფრთხის წინაშე დადგა. არც ერთმა სამკურნალო საშუალებამ შედეგი არ გამოიღო, ამიტომ გოგონამ თავად დაიწყო გამოსავლის ძებნა და არომატული ზეთებისგან "ოქროს რეცეპტი" შექმნა. დღეს ჟასმინის კომპანია თმის კოსმეტიკის ნატურალურ კოლექციას ქმნის. წარმოება სახლის სარდაფში აქვს მოწყობილი, ხოლო პროდუქციას ცნობილი სუპერმარკეტის WAL MART-ის ქსელში ყიდის. ჟასმინი 16 წლის ასაკში უკვე მილიონერი იყო.

ნახეთ სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა