შუმახერი ყველაზე მეტად ცოლზე რეაგირებს!

შუმახერი ყველაზე მეტად ცოლზე რეაგირებს!

"მიხაელ შუმახერი კომაში აღარაა!" - ოთხი სიტყვა, რომელსაც მთელი მსოფლიო თვეების მანძილზე მოუთმენლად ელოდა . ფორმულა 1-ის 45 წლის ლეგენდა სიცოცხლეს უბრუნდება, თუმცა ეს პროცესი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერავინ ამბობს, რა დონეზე გამოჯანმრთელდება შუმი.

ფაქტი ის არის, რომ შუმი ფხიზელ ფაზებში რეაგირებს და როგორც ექიმები ამბობენ, თავისი ოჯახის წევრებთან და ექიმებთან გარკვეულ კომუნიკაციასაც ახერხებს - თვალებით!

"მიხაელმა გრენობლის კლინიკა დატოვა. ახლა იწყება მისი რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი," - განაცხადა გუშინ შუმახერის მენეჯერმა საბინე კემმა. როგორც გაირკვა, შუმი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, კლინიკა Chuv-ში („Centre hospitalier universitaire vaudois") გადაიყვანეს, რომელიც მიხაელის სახლიდან (ჟენევის ტბასთან) 40 კილომეტრში მდებარეობს.

ექიმები დარწმუნებულები არიან: ის ფაქტი, რომ შუმახერი ცოცხალია და კომიდან გამოვიდა, მეტწილად მისი ორგანიზმის, იდეალური ფიზიკური ფორმის დამსახურებაა. შუმის ოჯახის წევრებს, 45 წლის მეუღლეს, კორინას და შვილებს, ჯინა მარიას (17) და მიკს (15) ახალ კლინიკაში ცალკე ოთახი გამოუყვეს. კორინა მიხაელს უკვე 169 დღეა, გვერდიდან თითქმის არ შორდება. და ახლა, როცა შუმი კომიდან გამოვიდა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფხიზელ ფაზებში თვალებით ყველაზე მეტად სწორედ კორინას დანახვაზე რეაგირებს!

იხილეთ ვრცლად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა