''სადაც ჩავალ, იქაურ ქალებს გემო ხომ უნდა გავუსინჯო?!''

''სადაც ჩავალ, იქაურ ქალებს გემო ხომ უნდა გავუსინჯო?!''

ბორის ბედიას არ უყვარს ნიღბით ცხოვრება, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მომღერლის პირდაპირობა ბევრს არ მოსწონს და გაუნაწყენდებიან ხოლმე. ბორისი ''ჯიდიესის'' პროექტის ''ერთი ერთში'' მონაწილე გახლდათ, თუმცა ნახევარფინალს გამოეთიშა. ის ჩვეული გულახდილობით მოგვიყვა, რა არ მოეწონა ამ პროექტის მიმდინარეობისას.

- ჩემი ნომრებით კმაყოფილი ვარ. რასაკვირველია, ჟიურის შეფასებებით უკმაყოფილო გახლავართ, მაგრამ არ ვიბოღმები. მთელი საქართველო გვისმენს და ჩემი მსმენელისთვის მომავალშიც მაქსიმალურად დავიხარჯები. პროექტში ერთი მუსიკალური ფალში არ მქონია. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ. შევადარე ჩემი თავი რუსული პროექტის სხვა მონაწილეებს. რუსულ ''ერთი ერთში'' ფრედი მერკური ისე ცუდად იმღერა ერთმა მონაწილემ, გამიკვირდა. საერთოდ გარტყმაში არ იყო და მაინც მაღალი ქულები დაუწერეს, ჩვენს პროექტში მე მართლა ერთი ერთში ვიმღერე და დაბალი ქულები დამიწერეს.

- ცნობილია, რომ ქართველი მაყურებელი მკაცრია და ამას შეჩვეული უნდა იყო.

- მკაცრია, მაგრამ თქვენ უნდა გენახათ, რა ხდებოდა დარბაზში ჩემი გამოსვლის დროს. საგულშემატკივროდ ჩემი მხარდამჭერებიდან ბევრი არ მოდიოდა, ჩემი კონკურენტების მხარდამჭერები უფრო მეტნი იყვნენ, მაგრამ ჩემი გამოსვლისას ემოციებს ვერ მალავდნენ.

- ფიქრობ, რომ ''ერთი ერთშის'' ქართული პროექტის ჟიური მკაცრია?

- მგონია, რომ საქართველოში არავისზე ნაკლები ჟიურის შერჩევა არ შეიძლებოდა.

- სისი სამისა და ზაკ რისის ჟიურიში ყოფნა არ მოგწონს?

- სასურველი იქნებოდა, საქართველოშივე შეერჩიათ მუსიკალურად მაგარი ჟიური. პროექტში ქართული და რუსული სიმღერებიც სრულდება და უცხოელი მათ ვერ შეგიფასებს.

- სამწუხაროა, რომ რამდენჯერმე სიმღერის ტექსტი დაგავიწყდა.

- ტექსტი მხოლოდ ერთხელ, ლუ ბეგას შესრულებისას დამავიწყდა. სიმართლე გითხრათ, ეს მომღერალი მაინცდამაინც არ მიყვარს. არც მისი სიმღერები მომწონს. მე ცოტა სხვა მუსიკას ვუსმენ. ლუ ბეგას ორი სიმღერა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დავიბენი და ორი სიმღერის ტექსტი ერთმანეთში ამერია. სცენაზე დიდი ხანია ვდგავარ და ვიცი, მსგავს შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთო. ცეკვის ხარჯზე გამოვიყვანე ნომერი. ძალიან ცუდი ნომერიც არ ყოფილა. დანარჩენ ნომრებში ყველაფერი კარგად იყო.

- შეიძლება ითქვას, პროექტში ''გაგიმართლა'' და ქალის შესრულებამ მოგიწია.

- ლელა წურწუმიად ყოფნას კაცის პირობაზე თავი კარგად გავართვი. დავამუღამე ქალური მოძრაობები. რთული ყოფილა ქალობა. თავიდან ბოლომდე რომ გაგპარსავენ, ეგ ყველაზე რთული იყო. მეორე სირთულე მაღალი ქუსლებით სიარული გახლდათ. თან დარბაზში კიბეებზე ფეხსაცმელი სრიალებს. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ წავქცეულიყავი. მაგრები ხართ ქალები, მაღალი ქუსლებით თავისუფლად რომ დადიხართ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ქალები კაცებზე ბევრად მაგრები ხართ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება