მარიამ როინიშვილი პუტინს სასაუბროდ საკუთარ სახლშიც კი მიიღებდა

მარიამ როინიშვილი პუტინს სასაუბროდ საკუთარ სახლშიც კი მიიღებდა

ადგილი ან ქვეყანა, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს.

- კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს... ასეთი ალბათ ბევრია დედამიწაზე, თუმცა მე კოსმოსში გაფრენაზე ვოცნებობ.

ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ კუნძულზე?

- თუ ჩემს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი იარსებებდა, მასთან ერთად, თუ არადა, მეგობრებთან ერთად.

საყვარელი წიგნი და ლიტერატურული პერსონაჟი...

- ბევრი საყვარელი წიგნი და პერსონაჟი მყავს, თუმცა გამოვარჩევდი კრეონს, ანა კარენინას, ჯულიეტას და ა.შ

სიმღერა, რომელსაც ნებისმიერ განწყობაზე მყოფი უსმენ...

- ასეთი სიმღერები არ არსებობს, რადგან ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. შემიძლია დაგი-სახელოთ საყვარელი მომღერალი, ესაა მარია კალასი, ავიშაი კოენი და კიდევ რამდენიმე, რომლებიც ჩემს ხასიათთან ახლოს არიან.

რისი გრცხვენია?

- მრცხვენია, როცა მაქებენ. ამ დროს მინდა, რომ მიწა გამისკდეს (იღიმის).

რისი გეშინია?

- საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

რა გაკომპლექსებს?

- კონკრეტულად ვერ გეტყვი, მაგრამ უცებ შეიძლება, ნებისმიერმა წვრილმანმა დამაკომპლექსოს.

რას გამოჰყავხარ წყობიდან?

- უტიფრობას, უსამართლობას, უზრდელობას.

დღე, რომელსაც გაიმეორებდი...

- დღე, როცა ჩემი შვილი დაიბადა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება