''შესაძლოა, ჩვენს ფილმზე გოგონებმა იარონ...''

''შესაძლოა, ჩვენს ფილმზე გოგონებმა იარონ...''

12 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში ზაზა რუსაძის ფილმი ''ჩემი საბნის ნაკეცი'' გადის. სიუჟეტი ახლო მომავალში საქართველოს პატარა პროვინციულ ქალაქში ვითარდება. კონფორმიზმისგან თავის დასაღწევად, ორი ახალგაზრდა, ანდრეი (თორნიკე გოგრიჭიანი) და დიმიტრი (თორნიკე ბზიავა), წარმოსახვით სამყაროში გარბის. გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოში, ძირითადად წყალტუბოსა და თბილისში.

ახალი ფილმის სცენარის ავტორსა და რეჟისორს ზაზა რუსაძეს სრულმეტრაჟიანი მისტიკური დრამის შესახებ სასაუბროდ ფილმის პრემიერამდე შევხვდით...

- თბილისში დავიბადე. ოჯახში ხელოვნების წარმომადგენლები არ მყოლია. მამა ისტორიკოსია, დედა - პედიატრი. ბავშვობაში საქართველოს ტელევიზიასთან მქონდა შეხება და შემდეგში ეს გადაიზარდა ვიზუალური მედიისადმი, ანუ კინოსადმი ინტერესში. 18 წლის ვიყავი, როცა ბაბელსბერგის კინოსკოლაში ჩავაბარე და საცხოვრებლად გერმანიაში გადავედი. კინოსკოლის სარეჟისოროზე სწავლა 2003 წელს დავასრულე. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო დოკუმენტური ფილმი ''ბანდიტები'', რომელიც ეხებოდა 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების ტრაგიკულ ისტორიას. ეს ფილმი ფრანგულ-გერმანულ არხ ''არტესთან'' თანამშრომლობის შედეგია. პარალელურად, იქიდან გამომდინარე, რომ კავშირი მქონდა ჩემს ქვეყანასთან, სარეჟისორო კარიერის გარდა, მუდმივად ვიყავი ჩართული ფილმის საწარმოო პროცესებში. რეჟისორის ასისტენტად ვიმუშავე რამდენიმე ფილმზე, მათ შორის ინეკე სმიტსის, დიტო ცინცაძისა და ოთარ იოსელიანის გადასაღებ მოედნებზე.

''ჩემი საბნის ნაკეცი'' ჩემი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმია, რომელიც 2011 წელს გადავიღე. ის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა. ჰოლანდიურ-ქართული კოპროდუქციაა და მისი პრემიერა 2013 წლის თებერვალში ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა - მან გახსნა სექცია ''პანორამა''. 23-მდე საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ ''ჩემი საბნის ნაკეცი'' ახლა უკვე თბილისის კინოეკრანებზე გამოვიდა.

- საზღვარგარეთ დიდი ინტერესი იყო ქართული კინოს მიმართ. აინტერესებდათ ჩვენი ტრადიციებიც. ასეა დღემდე?

- რამდენიმეწლიანი სტაგნაციის პერიოდი გვქონდა. კინოწარმოება, საბჭოთა კავშირის რღვევასთან ერთად, მთლიანად მოიშალა. ის კინოსკოლა, რომელიც წარმატებული იყო არა მარტო საბჭოთა გაქირავებაში, არამედ მსოფლიოში, რაღაცნაირად იკარგებოდა. ახლა ეტაპობრივად განხორციელდა და ყურადღება მიექცა ამ თემას. კინოცენტრი აფინანსებს დამოუკიდებელ კინოწარმოებას, გაჩნდა ბევრი ქართული კინოპროდუქცია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია საერთაშორისო ბაზარსა და ფესტივალებზე. საერთაშორისო პრესა ლაპარაკობს ''ახალ ქართულ ტალღაზე'' და ეს სიტყვები პირველად გაჟღერდა 2010 წელს როტერდამის ფესტივალზე, სადაც ლევან კოღუაშვილის ფილმის ''ქუჩის დღეების'' პრემიერა გაიმართა. ამის შესახებ როტერდამის კინოფესტივალის დირექტორმა ხმამაღლა განაცხადა. რასაკვირველია, მაშინ ეს ყველას გაგვიხარდა, მაგრამ დღეს უკვე ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება