ჯარედ ლეტო ცხოვრების მთავარ ტრაგედიაზე ალაპარაკდა

ჯარედ ლეტო ცხოვრების მთავარ ტრაგედიაზე ალაპარაკდა

"ოსკაროსანი" მსახიობი ჯარედ ლეტო ბავშვობაში გადატანილ სტრესზე პირველად ალაპარაკდა.

როგორც ვარსკვლავმა გულშემატკივრებს განუცხადა, ის დედამ მარტო აღზარდა და კარგად ესმის მარტოხელა დედების. როგორც მსახიობი ამბობს, მას ასევე კარგად ესმის ქალების პრობლემების. ლეტომ ფილმში "დალასის მყიდველთა კლუბი" ტრანსგენდერი ქალი განასახიერა. ამბობს, რომ ქუსლიან ფეხსაცმელზე დიდი საშინელება არაფერია.

"გადასაღებ მოედანზე ქუსლიანი ფეხსაცმლისა და კოლგოტის ჩაცმა მომიწია - მესმის თქვენი ტკივილის ქალებო", - განაცხადა მსახიობმა.

ვარსკვლავმა ბავშვობაც გაიხსენა და გულისტკივილით აღიარა, რომ მამამ ოჯახი მიატოვა.

"მარტოხელა შესანიშნავმა დედამ გამზარდა. ვფიქრობ, ქალებს აქვთ ძალაუფლება, შეცვალონ მსოფლიო. ერთ დღეს მამაჩემმა სიგარეტი დააფერფლა და მითხრა, რომ მაღაზიაში რძეს იყიდდა და მნახავდა. ის აღარასდროს დაბრუნებულა", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება