რომელი პერსონაჟი გამოიგონა რობერტ სტურუამ ლელა ახალაიასთვის

რომელი პერსონაჟი გამოიგონა რობერტ სტურუამ ლელა ახალაიასთვის

''ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი'' და ''ვარსკვლავბიჭუნა'' იყო პირველი სპექტაკლები, რომლებშიც ლელა ახალაია რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოჩნდა. მანამდე რეჟისორმა მაკა ნაცვლიშვილმა, რომელიც ბატონ რობერტ სტურუასთან მაგისტრატურაში სწავლობდა, რუსთაველის თეატრში სპექტაკლი დადგა. ლელა მეგობრის სპექტაკლში მონაწილეობდა, რეპეტიციებს ბატონი რობერტიც ესწრებოდა და სწორედ მაშინ შენიშნა ის. ზაფხული იყო, როცა სტურუამ მსახიობი თავის სპექტაკლში ''ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი'' ფეხმძიმე ნინუცა მაყაშვილის შემცვლელად დროებით აიყვანა. ლელამ შემოდგომაზე შეიტყო, რომ საახალწლოდ რობერტ სტურუა ბავშვებისთვის ''ვარსკვლავბიჭუნას'' დგამდა და ერთ-ერთ როლზე იწვევდა...

- აბაზანაში ვიყავი, როცა თეატრიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ბატონი რობერტი მიბარებდა. თეატრში სველი თავით გავვარდი. ბატონმა რობერტმა მითხრა, რომ საბავშვო სპექტაკლის დადგმას აპირებდა, გამოვიგონე პერსონაჟი, რომელიც შენ მინდა ითამაშოო. თავი სიზმარში მეგონა და ვერ წარმომედგინა, რომ ბატონი რობერტი დაჯდა და გაიფიქრა, აი, ლელა რომ არის იქ, მოდი, მისთვის რამე პერსონაჟს მოვიგონებო. ეს სპექტაკლი 2009 წელს დაიდგა და მას შემდეგ დასში ჩამსვეს.

- იყო თუ არა რამე ფაქტი, რამაც თქვენს პროფესიულ არჩევანზე მოახდინა გავლენა?

- პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. დედა მათემატიკოსია, მამა - ფიზიკოსი, თუმცა თეატრი უყვარდათ და ბავშვობიდან დავყავდი სპექტაკლებზე. საერთოდ, ადამიანები ხშირად ვარდებიან უკიდურესობაში და როცა ეკითხები, როდის გააკეთა პროფესიული არჩევანი, ბევრი გპასუხობს, რომ ეს 2-3 წლის ასაკიდან ჰქონდათ გააზრებული. მე მივიჩნევ, რომ ეს ცოტა სასაცილოა. ეს სამყარო ბავშვობიდანვე შემიყვარდა, მაგრამ მაშინ პროფესიულ არჩევანზე არ მიფიქრია.

ბებია რუსი მყავს და ბავშვობაში რუსული აქცენტით ვმეტყველებდი. ამ პრობლემის გამოსასწორებლად დედ-მამამ თეატრალურ წრეზე შემიყვანა. სამი წელი ბატონ გოგი თოდაძის ''ბერიკებშიც'' ვიარე. დავდიოდი ხატვაზე, ცურვაზე, სიმღერაზე, მაგრამ თეატრალურ წრეზე სიარულისთვის თავი არასოდეს დამინებებია. როცა წამოვიზარდე, არჩევანი უნდა გამეკეთებინა ხატვასა და თეატრს შორის. ბოლოს გადავწყვიტე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში თეატრი უყვართ, მამამ დამსვა და მითხრა, კარგად დაფი-ქრდი, იქნებ, არ გინდა მსახიობი გახდეო. ვუთხარი, რომ არ მინდოდა, ეს არჩევანი შემეცვალა და მას შემდეგ არასოდეს არაფერი უთქვამს ამ თემაზე.

- ალბათ არსებობს სცენის, მაყურებელით სავსე დარბაზის ერთგვარი შიში, ეს კომპლექსი თეატრალურში სწავლის დროს იხსნება თუ უკვე თეატრში?

- ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი სცენაზე დგომას და ამის კომპლექსი საერთოდ არასდროს მქონია. უბრალოდ, თეატრალურ უნივერსიტეტში ვისწავლე, როგორი განსაკუთრებული კულტურაა მსახიობობა. არის ერთი ასეთ გამოთქმა ''კომფორტული მსახიობი'', რომელიც გუ-ლისხმობს მობილიზებულ ადამიანს, ის არასოდეს აგვიანებს რეპეტიციებზე, არ აცდენს და საკუთარი პრობლემის გამო სპექტაკლის გადადებას არ ითხოვს. ეს თვისება ჩემში იდო და თეატრალურმა კიდევ უფრო გააღრმავა. ათიანები მივიღე და გამიმართლა, რომ ქალბატონი მედეა კუჭუხიძის ჯგუფში მოვხვდი. მახსოვს, სულ პირველი ლექცია ჩაგვიტარა თემაზე, როგორ უნდა მიესალმო ქუჩაში შემხვედრ ადამიანს და სხვა ბევრი მსგავსი რამ გვასწავლა. პასუხისმგებლობის განცდა ამაღლებულ ხარისხში მაქვს. ამის გამო ხშირად დამცინიან კიდეც. ვთქვათ, რამე ნივთი თუ თავის ადგილას არ დევს, შეიძლება, ამის გამო გავგიჟდე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება