ჯორჯ კლუნის მეჯვარე სავარაუდოდ, ბრედ პიტი იქნება

ჯორჯ კლუნის მეჯვარე სავარაუდოდ, ბრედ პიტი იქნება

მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ თავის ახლო მეგობარს, ბრედ პიტს სთხოვა, რომ მისი მეჯვარე იყოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუნის დეიდამ სტარლა კლუნიმ განცხადა.

სტარლა კლუნიმ ასევე ცერემონიის გამართვის ადგილიც დაასახელა - იტალია. როგორც კლუნის დეიდამ განაცხადა, ჯორჯ კლუნისა და ამალ ალამუდინის ქორწილი სწორედ ამ ქვეყანაში გაიმართება. სტარლა კლუნი დარწმუნებულია, რომ ბრედ პიტი მეჯვარეობას დათანხმდება, რადგან ის და ჯორჯი დიდი ხნის მეგობრები არიან.

უცნობია ქორწილის გამართვის ზუსტი თარიღი. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქორწილი სექტემბერში, კომოს ტბაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 53 წლის კლუნიმ და 36 წლის ალამუდინმა ნიშნობის შესახებ 2014 წლის აპრილში განაცხადეს. ეს კლუნისთვის მეორე, ხოლო ამალ ალამუდინისთვის პირველი ქორწინება იქნება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება