"ეპისკოპატის სიმრავლე საქართველოს ეკლესიაში განხეთქილებას ამზადებს" - მღვდელმონაზონი ილია

"ეპისკოპატის სიმრავლე საქართველოს ეკლესიაში განხეთქილებას ამზადებს" - მღვდელმონაზონი ილია

საქართველოს ეკლესიაში დიდი განხეთქილება მზადდება. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე წერს.

"მრევლი სადღაა, უბრალოდ 96%-ანი ბრეჟნევული რეიტინგიღა დაგვრჩა. წაგვართვა ეპისკოპატი ფეესბემ და ფებეერმა. ეხლა ორი დიდი ეპარქია გვაქვს: ფეესბეს მიტროპოლია რუსეთში და ფებეერის მიტროპოლია ამერიკაში. ეპისკოპატის სიმრავლე ამზადებს საქართველოს ეკლესიაში განხეთქილებას. მე ვიყივლე და გათენდება თუ არ გათენდება, ან როგორ გათენდება, ახლო მომავალში ვნახავთ. ჩვენს ეპოქაში ყველაზე დიდი ღვთის წყალობა და სასწაული ის იქნება და იმისთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ განხეთქილება არ მოხდეს საქართველოს ეკლესიაში...

...ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ეპისკოპატი ფლობს ე.წ. ეპარქიებს ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში რამოდენიმე ეპარქიას. პინგვინიის ეპარქია გვაკლია ანტარქტიდაზე და თეთრდათვიის ეპარქია ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში. ზემოთ ხსენებულ ეპარქიებს რუსი და ბერძენი სამღვდელოებაც აპურებს სულიერად. ისმის კითხვა, რატომ არ გვაქვს ეპარქია თურქეთში, ისპაჰანსა, შირაზსა და ქაშანში. ლაზეთის ყულაბა ჯობია ეთნიკურად ქართველების დაპურებას, როგორც ჩანს. დასკვნები თქვენთვის მომინდვია...

...მე შეძლებისდაგავარდ და შეიძლება ითქვას, უფრო ჭარბადაც, ვიცი ის, რომ ეპისკოპატს რომ ჰგონია არ ვიცი. მინიმუმ ათჯერ უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მათ ჰგონიათ რომ ვიცი. მინიმუმ 15 მღვდელმთავარი ადევნებს თვალ-ყურს ჩემს გვერდს. გუშინწინ ერთიც შეემატა. შემიძლია მათი ნიკნეიმებიც დაგისახელოთ, წყალი რომ არ გაუვა ისეთი სარწმუნო წყაროებიდან. გამეცით პასუხი მღვდელმთავრებო: ვიცი რომ მთელი გულისყურით კითხულობთ ჩემს სტატუსებსა და სტატიებს, ჩემმა სატელევიზიო ინტერვიუებმაც გულძმარვა გამოიწვია თქვენში. თუ მართალი ვარ, რატომ გაქვთ გულძმარვა და თუ ვტყუი - მამხილეთ. ისღა დამრჩენია, ერთი ჟარგონული ანდაზა გავიხსენო: "უსინდისოს ცხვირ-პირში მიაფსეს და ეს რა ცხელი წვიმა მოსულაო". მღვდელმთავრებო, მომიხსენიეთ ლოცვებში. იქნებ ლოცვა მაინც ისწავლოთ.

ეპისკოპოსი და ერისკაცი - ორივე დედაეკლესიის შვილია. ჩვენ, სამღვდელოებას, უფრო მეტი მოგვეთხოვება და იერარქია ეკლესიაში წესრიგისათვის დააწესა უფალმა. ქრისტესმიერი სიყვარულისათვის დააწესა და არა კასტალურ საფეხურებად. ასე რომ, ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, მრევლი - თანასწორუფლებიანი შვილები ვართ დედაეკლესიისა.

ლუსტრაცია დაგვიცავს განხეთქილებისგან...

...ეპისკოპოსთა სიმრავლე საქართველოში, სარწმუნო წყაროებიდან გამომდინარე, ახლო მომავალში საქართველოს ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ემსახურება. ეს პოლიტოლოგთა და ანალიტიკოსთა დასკვნაა, რომელიც თანხვედრაშია საღად მოაზროვნე სასულიერო პირთა აზრთან. იმის მაგივრად, რომ ეკლესიამ სიყვარული დათესოს ხალხში და უპოვარნი დააპუროს, რელიგიურ-პოლიტიკურ და კასტალურ ღვარძლს სთესს რიგ მღვდელმთავართა წყალობით. ასე მაგალითად, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, სრულიად კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში, რაც წმინდად რელიგიურ-პოლიტიკურ-ექსტრემისტული დაჯგუფებაა. მათი სახელები შავი ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში თუ მათ არ შეინანეს თავიანთი მოღვაწეობა. რატომ დაირქვეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, დღესაც გაუგებარია. ისინი არანაირ კავშირში არ არიან მართლმადიდებლობასთან. ყველაზე მჭიდრო კავშირში ისინი რუსულ სპეცსამსახურებთან არიან, რაც უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. ისღა დამრჩენია სინანული ვუსურვო მათ და გარკვევა იმაში, თუ რას სჩადიან. ღმერთმა უშველოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ. გამოვითხოვ თქვენს ლოცვებს.

P.S.: დაინტერესებულებმა გადაავლეთ თვალი და გულისყურით დააკვირდით მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოღვაწეობას საქართველოში და მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის მოღვაწეობას რუსეთის ფედერაციაში. ორივე პუტინის ტყუპები არიან", - წერს ვაშაკიძე.

იხილეთ ასევე: "ჯერ საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ პედარასტები და პედოფილები" - მღვდელმონაზონი სასულიერო პირებს მიმართავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს