ლამაზი მანერები, სიარული და კარგი ფიგურა - სალომე ჭაჭუას რჩევები ცეკვის შესწავლის მსურველებს

 ლამაზი მანერები, სიარული და კარგი ფიგურა - სალომე ჭაჭუას რჩევები ცეკვის შესწავლის მსურველებს

ცეკვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. შესაბამისად, მისი სწავლაც არასოდეს არ არის გვიან. თუ ცხოვრების ცეკვით გალამაზება თქვენს გეგმებში შედის, ან გინდათ, რომ შვილი აზიაროთ ამ ხელოვნებას, ბუნებრივია, პროფესიონალის რჩევები დაგაინტერესებთ.

ამჯერად, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოცეკვავედ აღიარებულ სალომე ჭაჭუას დავუკავშირდით, რომელსაც აქტიური ცეკვის პარალელურად, წლებია, გამოცდილი მასწავლებლის სახელიც აქვს და საკუთარ სტუდიაში პატარებსა და დიდებს ცეკვას ასწავლის.

- სალომე, საინტერესოა, ყველაზე ოპტიმალური ასაკი რომელია, როცა შეიძლება ბავშვის ცეკვის სტუდიაში მიყვანა?

- სასურველია, 6-7 წლის იყოს. უმჯობესია, ბავშვმა ცეკვაზე სიარული სკოლასთან ერთად დაიწყოს, რადგან ამ დროს გონება უფრო მეტად აქვს გახსნილი.

- და მაქსიმუმ რამდენი წლის ბავშვმა შეიძლება დაიწყოს სწავლა?

- პირადად მე ცეკვა 13 წლის ასაკში დავიწყე, ასე რომ, 13-14 წლიდანაც შეიძლება, სერიოზულად მოჰკიდო ხელი ამ საქმეს, ეს ყველაფერი მაინც ბავშვის მონდომებაზეა დამოკიდებული.

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოზარდი იმისთვის, რომ სამეჯლისო ცეკვები ისწავლოს? ვთქვათ, თქვენ პირადად თუ აქცევთ ყურადღებას წონას, გარეგნობას...

- ბავშვებს ვიზუალურად არ ვარჩევ, ნებისმიერს ვიღებთ სტუდიაში, მიუხედავად მისი წონისა და გარეგნული მონაცემებისა. ცეკვისთვის მთავარი სურვილია და არც ყველა სწავლობს იმისთვის, რომ აუცილებლად სცენაზე გავიდეს.

- გარდა ცეკვისა, კიდევ რას სწვლობს ბავშვი ასეთ დროს? რა უნარები უვითარდება?

- გონებრივად იხსნებიან. ერთი შეხედვით, ეს ცეკვები მარტივი ჩანს, რეალურად კი რთულია, რადგან მოითხოვს როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ დატვირთვას, თითოეულ დეტალს ექცევა ყურადღება, თვლა, რიტმი, ნაბიჯი - ამ ყველაფრის გაკონტროლება უწევს მოცეკვავეს, რაც პირდაპირ ტვინთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, უვითარდებათ ლამაზი მანერები, სიარული, კარგი ფიგურა და რაც ყველაზე მთავარია, ხერხემალი ყოველთვის კარგ მდგომარეობაში ექნებათ.

- რა წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ბავშვმა, რომელიც ბოლომდე გამოგყვებათ?

- ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი წარმატება საქართველოს ჩემპიონობაა თავის კატეგორიაში. შემდგომ, სასურველია, საზღვარგარეთაც გავიდეთ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება