''გემომეტრის'' სტუმრები მარიკო ლეჟავა და ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო გახლავან. ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ, რომელ სუპერმარკეტებსა და კვების ობიექტებში დადიან ყველაზე ხშირად.
- ''სმარტში'' ხშირად დავდივარ, შედარებით ნაკლებად ვარ ''კარფურის'' სტუმარი, მაგრამ თუ სიარული მეზარება, სახლთან ახლოს რომელი მაღაზიაცაა, იქ ვიძენ საჭირო პროდუქტს.
- ხორცპროდუქტებსა და ძეხვეულს სად ყიდულობ?
- ''ნიკორაში''. სიმართლე გითხრა, საკვებ პროდუქტებს უფრო ჩემი ოჯახის წევრები ყიდულობენ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ოჯახი უპირატესობას ''ნიკორას'' ვანიჭებთ.
- შენი საყვარელი კვების ობიექტი რომელია?
- ''ვენდისი''. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, დასაჯდომად და საქეიფოდ არასდროს მცალია, ამიტომ გადარბენაზე მიწევს ხოლმე ჭამა, ''სმარტი'' და ''ვენდისი'' ამ მხრივ ძალიან კომფორტულია.
- მეგობრებს გაქვთ ამოჩემებული ადგილი, სადაც იკრიბებით?
- პლეხანოვზე ''ტერასას'' ხშირად ვსტუმრობთ მე და ნინა სუბლატი.
- ქართული ტრადიციული კერძები გიყვარს?
- კი, ძალიან მიყვარს ხინკალი და ''შემოიხედე, გენაცვალეში'' მივირთმევ ხოლმე.
- სხვა რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონს?
- იტალიური, იმიტომ რომ მიყვარს პიცა, ჩინური და იაპონური სამზარეულო არ მიზიდავს, ბევრჯერ მქონდა მცდელობა, გამესინჯა და მომწონებოდა მათი კერძები, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოვიხიბლე.
- შენთვის გამორჩეულ დესერტს სად ამზადებენ?
- ძალიან მიყვარს კრუასანი, განსაკუთრებით მომწონს ''სმარტის'' შოკოლადის კრუასანი, ასევე გამორჩეულია ''ბელას'' ქოქოსის ტორტი.
- კვების ობიექტი, რომელმაც გაგაოცა ინტერიერით, მომსახურებით.
- ისევ და ისევ ''ვენდისი'', მიუხედავად იმისა, რომ იქ მომუშავე პერსონალს დღის განმავლობაში ათასნაირი ხალხი ხვდება, მაინც სულ იღიმიან და გემრიელად გემსახურებიან.
- ზოგადად, ქართულ სერვისს როგორ შეაფასებ?
- საშუალოდ. არის დაწესებულებები, სადაც შედიხარ და ზედაც არ გიყურებენ, მიირთმევ სასურველ საკვებს და ერთი საათი გიწევს ანგარიშის ლოდინი, ასეთი ქმედება საშინლად მღლის და არ მსიამოვნებს, თუმცა, საერთო ჯამში, სერვისს მაინც საშუალოდ შევაფასებდი.