რა მოხდა ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან მისი ბავშვის დაბადების დღეს - გივი თარგამაძე პრემიერს შვილის აღზრდას ასწავლის

რა მოხდა ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან მისი ბავშვის დაბადების დღეს - გივი თარგამაძე პრემიერს შვილის აღზრდას ასწავლის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბავშვის იუბილესთან დაკავშირებით დაბადების დღის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია რიგითი მოქალაქეების ავტომობილებისგან გაათავისუფლეს. ამ მიზნით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და ავტომობილების გადაყენება მოსთხოვეს. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე წერს.

"ოთხი დღის წინ, 16 საათსა და 20 წუთიდან, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებთან ამ ნომრიდან 577 30 06 21 დაიწყეს რეკვა და მოთხოვნა: ქვემოთ ჩამობრძანდით და მანქანები გადააყენეთო. მაცხოვრებელთა გაოცებულ შეკითხვაზე, აქ ვცხოვრობთ და ავტომობილებიც აქ გვიყენია, რასთან დაკავშირებუთ მოითხოვთ ასეთ რამესო, მიუგეს, დაბადების დღეა და დაბეჯითებით მოგიწოდებთ, ასე მოიქეცითო. კორპუსის პირველ სართულზე საბავშვო ცენტრი მუშაობს. მუშაობს დიდი ხანია, მაგრამ ასეთი მოთხოვნა პირველად გაჟღერდა. ქვემოთ ჩასულ მეზობლებს ცენტრის ადმინისტრაციის ნაცვლად ხელში შერჩათ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკები, რომლებიც უკვე გაშინაურებულიყვნენ და "ალაგებდნენ სიტუაციას". გაწმენდილი ტერიტორია ლენტით შემოფარგლეს, ტრასის ორივე მხარეს დაცვა განალაგეს და აი უკვე ზუსტად 18 საათზე ცენტრის კარებში სტუმრებს ეგებებოდა დიდი თუნუქის ბარაბნის, იგივე ბიძინის მიერ პირველ ლედით სახელდებული ქალბატონი ნუნუ! ალბათ უკვე მიხვდით, რომ ზეიმობდნენ ჩემი მეზობელი ჰაკიმის ბავშვის დაბადების დღეს. ბავშვს, რა თქმა უნდა, ვულოცავ და ყოველგვარ სიკეთეს ვუსურვებ, შენ კი, მომისმინე, შვილო: ასე შვილს მთელ შინაგან სამყაროს დაუმახინჯებ და გამოუსწორებელ ტრავმას მიაყენებ. ან ხალხს რატომ აწუხებ? თანაკორპუსელებს ლიფტს უბლოკავ, ქუჩელებს ტაქსს და ზოგადად, სატრანსპორტო საშუალებებს. მოსაშვილის ქუჩაზე ნაციან გიჟქოციანად ერთიანად ყველას შეაძულე თავი, დედოფლისწყაროში ბებიას დაცვით დაატარებ და შენს სახლთან ძროხა თუ ჩაივლის, პატრონს აჯარიმებ, ქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებშიც უკვე იღრინებიან შენი მისამართით. გამოფხიზლდი, აზრზე მოდი, თორემ იმ ბარაბანს რომ დაჰკრავენ, ყველაზე ჭაკად შენ გექნება საქმე.ხო, ერთიც, ბავშვს შენი არითმეტიკა არ ასწავლო, ცოდოა. გაუძელით, თანამემამულენო, ბარაბანს დაჰკრავენ მალე!", - წერს თარგამაძე.

იხილეთ ასევე: "როგორ მოვიპაროთ მილიონი" - "აი უკვე მერამდენე ბანანი დააჭერინეს ხელში და ისინიც დგანან წაკუზულები"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს