ჯეიმს აპატურაი - თავდაცვითი მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია

ჯეიმს აპატურაი - თავდაცვითი მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია

ძალიანაც რომ გვინდოდეს, თავდაცვითი მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განუცხადა.

მისივე განმარტებით, ნატო-ს, როგორც ორგანიზაციას, თავდაცვითი მოწყობილობები არ გააჩნია.

"არის ორი განსხვავებული ასპექტი. პირველი ეხება თავდაცვით მოწყობილობებს, რაზეც მინისტრი ალასანია საუბრობდა. ჩვენ ძალიანაც რომ გვინდოდეს, ამ მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, ასეთი რამ არ გაგვაჩნია. ეს აქვთ ალიანსის წევრებს და თუ მათ სურთ მსჯელობის გაგრძელება, მოლაპარაკებებს აწარმოებს წევრ ქვეყნებთან. რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ? – ნატო-ს აქვს სამეკავშირეო ოფისი თბილისში. შემიძლია გითხრათ, რომ გავზრდით თანამშრომლების რიცხვს აუცილებლად. დამატებითი პერსონალი ჩამოვა", - განაცხადა აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, სამეკავშირეო ოფისს სწორედ ალიანსსა და საქართველოს შორის კავშირის გასამყარებლად გააძლიერებენ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე