"მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული, მშიერი და მთვრალი " - ხაჩიძე დებატების შესახებ ნარმანიას განცხადებას დასცინის

"მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული, მშიერი და მთვრალი " - ხაჩიძე დებატების შესახებ ნარმანიას განცხადებას დასცინის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დებატების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართვასთან დაკავშირებით დავით ნარმანიას განცხადებას ეხმაურება და მისი საარჩევნო შტაბის "მოთხოვნებს" აქვეყნებს.

"დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბის განცხადება:

თუ საზოგადოებას სურს დებატები, გარდა ნეიტრალური ტერიტორიისა, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

# ნიკა მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული;

# ნიკა მელია უნდა იყოს მშიერი და მთვრალი (უმჯობესია არაყით);

# დავით ნარმანია დებატებს უნდა დაესწროს მშობლებთან ერთად;

# დავით ნარმანიას ხმას უნდა დაედოს სპეც-ეფექტები (რევერი და ჰოლი);

# დავით ნარმანიას ტრიბუნასთან უნდა იდოს ცივი საზამთრო და დანა (საზამთრო - სასურველია დაუჭრელი);

# ჟურნალისტებს ეკრძალებათ დავით ნარმანიასთვის კითხვების დასმა თბილისთან დაკავშირებით;

# დებატების მიმდინარეობისას, ნებისმიერ დროს, დავით ნარმანიას უნდა შეეძლოს სტუდიაში ორი მოცეკვავის შემოყვანა და გამარჯვების აღნიშვნა უცნაური ცეკვით;

# თუ დავით ნარმანიას რაიმე გამონათქვამს ვერ გაიგებთ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ;

# დებატების მიმდინარეობისას, ნიკა მელიას ტრიბუნას, დასაბნევად და დასათარსად ბურთის კენწვლით წრეებს უნდა ურტყამდეს ვიცე-პრემიერი კალაძე;

# დებატების შედეგები უნდა დათვალოს ირაკლი ღარიბაშვილმა", - წერს გოგა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ, ნიკა მელიასთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, დებატები ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა შედგეს.

"ნეიტრალური ტერიტორია ნიშნავს არა რომელიმე ტელევიზიის ტერიტორიას, არამედ სხვა ტერიტორიას, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ტელევიზია, იმისათვის, რომ ვინმეს არ დაწყდეს გული, შეეძლებს, რომ მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია, ჩაწეროს ეს დებატები. გაუშვას პირდაპირი ეთერით ან გაუშვას ჩანაწერი. თანაბარი შესაძლებლობა და თავიანთი პროგრამის მაქსიმალური წარმოჩენა, ეს არის ის ორი მთავარი მოთხოვნა", - აღნიშნა ნარმანიამ.

იხილეთ ასევე: ნარმანიას პლაჟზე გადაღებულმა ფოტომ "ნაციონალები" გაამხიარულა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს