ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვას აუქმებს

ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვას აუქმებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენების შესახებ გაცემულ ნებართვას აუქმებს. როგორც ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა, დღეს, ვენაში გამგზავრებამდე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, სათათბიროს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს სახელზე წერილი გაგზავნა. წერილში პუტინი წინადადებით გამოდის, გაუქმდეს სათათბიროს დადგენილება, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეირაღებულ ძალებს უკარინის ტერიტორიაზე მოქმედების უფლება ჰქონდათ.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზანია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების ნორმალიზება და ასევე უკავშირდება სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ამ მიმართვას სათათბირო 25 ივნისს განიხილავს.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენების ნებართვით ვლადიმერ პუტინმა სათათბიროს ამ წლის მარტში მიმართა და სათათბირომ ეს მოთხოვნა ერთხმად დააკმაყოფილა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა