ყველა ფოტომოდელების ლამაზ გარეგნობასა არის მიჩვეული. მათ იდეალური სხეული, მოვლილი სახე და თმები აქვთ. 25 წლის ფოტომოდელი მელანი გაიდოსი კი სხვა მოდელებისგან რადიკალურად განსხვავდება.
ბევრი მელანის დანახვისას ზიზღს ვერ იკავებს, თუმცა არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ფოტომოდელთან ურთიერთობა ჰქონია და ისინი აღნიშნავენ, რომ მელანს დაუჯერებელი ენერგეტიკა, ქარიზმა და შინაგანი სილამაზე აქვს.
მელანი გაიდოსი აშშ-ში ცხოვრობს და აქტიურად ღებულობს მონაწილეობას ფოტოსესიებში.
მიუხედავად მოდის სფეროში არსებული სტანდარტული კანონებისა, მეგანი პოპულარული და მდიდარი გახდა, რის შემდეგაც საბოლოოდ შეცვალა საკუთარი ცხოვრობის სტილი და "სილამაზის" აღქმის უნარი.
გაიდოს იშვიათი გენეტიკური დარღვევა სჭირს - ექტოდერმული დისპლაზია. ეს დაავადება კანის, თმებისა და ფრჩხილების განვითარებაზე მოქმედებს და ზოგჯერ ძვლების ფორმირებაზეც.
აღნიშნული დაავადება ადამიანებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. გაიდოს კი რთული ფორმა სჭირს, რომელმაც ახალგაზრდა მანდილოსანს ადამიანების ზიზღნარევი მზერა მიაჯაჭვა.
იხილეთ სრული ტექსტი და ფოტოგალერეა
