სლავიანსკთან ვერტმფრენის ჩამოგდებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

სლავიანსკთან ვერტმფრენის ჩამოგდებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

სლავიანსკთან უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი "მი-8" ჩამოაგდეს. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ეროვნული გვარდიის მებრძოლებზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენის დროს ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან სამი ეკიპაჟის წევრი იყო.

თავის მხრივ, უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების საინფორმაციო ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა გარდაცვლილების შესახებ არაფერი უთქვამს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა