როგორ გათხოვდა გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე ნავთობკომპანიის დირექტორზე

როგორ გათხოვდა გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე ნავთობკომპანიის დირექტორზე

ნინო წიკლაური და გიგა კვენეტაძე რამდენიმე წლის წინ დიდი გეგმებით რუსეთში წავიდნენ საცხოვრებლად. მალე წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა საქმიანობის გამო ხშირად უწევთ ურთიერთობა. გასულ კვირას ნინო საქართველოში ჩამოვიდა.

- ნინო, მოსკოვში რას საქმიანობ?

- ბოლო ხუთი-ექვსი წელია, რაც მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად. რუსეთში მე და ჩემი ყოფილი მეუღლე გიგა კვენეტაძე ერთად გავემგზავრეთ. ვცხოვრობდით ჩემს ნათესავ ნუგზარ წიკლაურთან. სამი წლის წინ ჩემი და გიგას გზები გაიყო. ახლა მე მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი. ჩემი მეუღლე ეროვნებით რუსია. წარმატებული ბიზნესმენია - ალექსანდე იასკოვი. ამჟამად ის ერთ-ერთი ნავთობკომპანიის დირექტორია.

- როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

- ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დავიწყე ეკლესიაში სიარული. მომავალი მეუღლეც იმავე ეკლესიაში დადიოდა. ერთი მრევლის წევრი ვიყავით. თავიდან ერთმანეთს დღესასწაულს ვულოცავდით. ჩემს მდგომარეობას ძალიან განვიცდიდი და სულ ვტიროდი. ჩემი მეუღლე მართლმადიდებლური მეცენატების ჯგუფის თავმჯდომარეა. ახალგაზრდებს ღვთისმეტყველებას უკითხავს. მითხრა, უფალს ცრემლები არ სჭირდებაო და მირჩია, როგორ მოვქცეულიყავი. სულიერად გვერდში დამიდგა. იმ პერიოდში მეუღლეს ახალი დაშორებული ვიყავი, რასაც ჩემი ოჯახის წევრის ავადმყოფობაც დაემატა და საშინელი დეპრესია მქონდა. მუზაც აღარ მქონდა. სიმღერის ტექსტებს ვერ ვწერდი. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი.…

ერთ-ერთი დღესასწაულზე ლოცვა გვიან დამთავრდა და ალექსანდრემ ყავის ერთად დალევა შემომთავაზა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მოგვიანებით თქვა, კავკასია ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩემი ოცნება იყო, კავკასიელი ცოლი მყოლოდა და ეს ოცნება ამისრულდაო. ჩემს წრეში არ გაჰკვირვებიათ, რომ რუსს გავყევი ცოლად, რადგან რუსეთში მაქვს სკოლა დამთავრებული. მის მეგობრებსა და ახლობლებს კი ძალიან გაუკვირდათ, რომ ქართველი ცოლი მოიყვანა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება