ნელსონ მანდელას სიკვდილის შემდეგ, მორგან ფრიმენი დაიტირეს, ხოლო რეპეტიციაზე მყოფი მსახიობი მათხოვარი ეგონათ

ნელსონ მანდელას სიკვდილის შემდეგ, მორგან ფრიმენი დაიტირეს, ხოლო რეპეტიციაზე მყოფი მსახიობი მათხოვარი ეგონათ

ისინი ცნობილი მსახიობები არიან და კურიოზები ხშირად გადახდენიათ. 3 ამბავი, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ შეეშალათ ჰოლივუდის ვარსკვლავები ერთმანეთში, ან რატომ ეგონათ მდიდარი მსახიობი მათხოვარი.

ნელსონ მანდელა - მორგან ფრიმენი: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ნელსონ მანდელას გარდაცვალების შემდეგ, ინდოელმა ქსოვილებით მოვაჭრემ მის პატივსაცემად დიდი ბანერი აღმართა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გააცნობიერა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და ფოტოზე პრეზიდენტის ნაცვლად, ჰოლივუდის ვარსკვლავი მორგან ფრიმენი იყო გამოსახული. საქმე ის არის, რომ მსახიობმა მორგან ფრიმენმა ნელსონ მანდელა 2009 წელს გადაღებულ ფილმში განასახიერა - სწორედ ამიტომ, ინდოეთში იფიქრეს, რომ ფრიმენი მანდელა იყო.

კირა ნაიტლი და ნატალი პორტმანი: ვიდრე ჰოლივუდის ლაბირინთებში გზას გაიკვალავდა, კირა ნაიტლი მსახიობ ნატალი პორტმანში ერეოდათ. კირას პოპულარობის შემდეგაც კი ყველა აღნიშნავს, რომ ორი ვარსკვლავი გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ერთ დღეს კირა სამოგზაუროდ წავიდა, თუმცა აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა - უამრავი გულშემატკივარი ავტოგრაფსა და მასთან ფოტოს გადაღებას ითხოვდა, თუმცა ნატალის ყვიროდნენ.

იან მაკ-კელენი და მათხოვარი: ბრიტანელი მსახიობი იან მაკ-კელენი თეატრის რეპეტიციების დროს ქუჩაში დასასვენებლად გავიდა. გაცვეთილ ტანსაცმელში გამოწყობილ, დაღლილ და თავჩაქინდრულ მამაკაცში ერთ-ერთმა გამვლელმა ვარსკვლავი ვერ ამოიცნო, ის უსახლკარო მათხოვარი ეგონა და დოლარი მისცა. მსახიობი ამ ფაქტს ყოველთვის ღიმილით იხსენებს, ხოლო ფოტო, რომელიც შორიახლოს ჩასაფრებულმა პაპარაცმა გადაიღო, ძალიან პოპულარული გახდა.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება