რამაზო რომა: ''მამლებთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს''

რამაზო რომა: ''მამლებთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს''

დიზაინერი რამაზო რომა, იგივე რამაზ შამანაური, დიდი ხანია სტამბოლში ცხოვრობს. სწორედ თურქეთში აიწყო მან კარიერა და აქტიურად არის ჩართული იქაურ მოდის ბიზნესში. ახლა თბილისშია, ახალ კოლექციაზე მუშაობს და თან სახლში რემონტი აქვს. მისი თბილისური ვოიაჟით ჩვენც ვისარგებლეთ და შინაურ ცხოველებზე ვესაუბრეთ. ვინაიდან მისი საყვარელი იაპონური სპიცი სიუსიუ სტამბოლშია, ფოტოები ერთად ვერ გადავუღეთ. აღმოჩნდა, რომ დიზაინერს ქათმებიც განსაკუთრებით უყვარს და მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ რუბრიკის შესაფერისი ფოტოსესია დიღომში, შინაური ცხოველების ბაზრობაზე მოვაწყვეთ.

კომიკური იყო სცენა დიღმის ბაზარში. დადიოდა რამაზო რომა წინ გამოწეული, დაბუშტული ტუჩებით და გამყიდველებს ეკითხებოდა, - ქალბატონო, ლამაზი მამალი გყავთ, მასთან ფოტოს გადაღება მინდა. ყველა გაოგნებული გვიყურებდა. ერთი, კარგი იუმორის მქონე გამყიდველი ეშხშიც კი შევიდა, ეს მოდელები ფასიანიაო, გვეუბნებოდა.

- ძალიან მიყვარს ცხოველები, ძაღლები, ქათმები, ძროხები. ბავშვობაში სამი ძაღლი მყავდა. 13 წლის ვიყავი, ჩემზე მაღალი ''ავჩარკა'' რომ მოვიყვანე სახლში, ჩანო დავარქვი. დედაჩემს შეეშინდა, დაგგლეჯსო, მეუბნებოდა. ვორონცოვზე ვცხოვრობდით, კერძო სახლში. კიდევ, ბევრი ქათამი მყავდა.

- ქათმებს შენ უვლიდი?

- ჰო, აბა! ვაჭმევდი, ვასეირნებდი, ისეთი სასაცილო ვიყავი, ასე, მწკრივში რომ დავაყენებდი, მიმყავდა მდელოზე და ბალახს წიწკნიდნენ. მიჯერებდნენ და ისე მიხაროდა, რომ მათზე ვზრუნავდი, ვერც ავხსნი.

- როგორც ვიცი, იხვები და ბატები დგებიან მწკრივში, ქათმებს ეს როგორ ასწავლე?

- აი, არ ვიცი, მწკრივში ვაყენებდი და ნახირივით მიმყავდა საბალახოდ. მეზობლები შოკში იყვნენ.

- მამასთან უთანხმოების გამო სახლიდან რომ წახვედი, ძაღლი ვის დაუტოვე?

- ჩემებს, ძალიან უყვარდა ყველას, ვიცოდი, არაფერს გაუჭირვებდნენ. თან ხშირად მივდიოდი, ვნახულობდი. ბოლოს დაბერდა ჩანო და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე. მალევე აზერბაიჯანში წავედი. მაშინ 19 წლის ვიყავი. ერთი ზურგჩანთით გავემგზავრე, რომელშიც კასეტები მეწყო. პროფესიით ქორეოგრაფი ვარ, მაშინ ძალიან პოპულარული ჯგუფი მყავდა, ''ექსტაზი''. დიდი ამბიციები მქონდა, რისკი ახლაც მიყვარს. ყველაზე მაგარ კლუბში მივედი დირექტორთან ამ ჩემი კასეტებით. თავიდან არასერიოზულად მიმიღეს, მაგრამ ჩემი ჯგუფის ვიდეოები რომ ვანახვე, მოეწონათ. შევთავაზე, შოუს გაგიკეთებთ-მეთქი და დამთანხმდნენ. წავიყვანე ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე და გავაკეთეთ შოუპროგრამა ბაქოში. თბილისის უშუქობისა და ნავთის სუნის ფონზე ბაქო ჩემთვის სამოთხე იყო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება