პირველად საქართველოში! - სელფების კონკურსი იწყება - გოგოებო, იჩქარეთ

პირველად საქართველოში! - სელფების კონკურსი იწყება - გოგოებო, იჩქარეთ

პირველი ცნობილი სელფი რობერტ კორნელიუსმა 1839 წელს გადაიღო. ის ფოტოგრაფიის ამერიკელ მამად არის მიჩნეული...

სელფი ავტოპორტრეტულ ფოტოსურათს ჰქვია, რომელსაც ციფრული ან მობილური ტელეფონის კამერით იღებენ. სელფის ტიპის სურათებს გასავალი სოციალურ ქსელში აქვს (მუდმივად იქ აზიარებენ). ასე გადაღებული სურათები ძირითადად ერთმანეთს ჰგავს, რადგანაც ავტორს ხელი წინ აქვს გაშვერილი, რომელშიც კამერა უჭირავს და სურათს საკუთარ თავს (ხშირად სარკის წინაც) უღებს.

ჯგუფური ავტოპორტრეტული სურათების ინტერნეტში ატვირთვის ტრადიცია სათავეს უკვე ჩვენს საუკუნეში, 2001 წელს იღებს, ხოლო სიტყვა სელფი პირველად 2002 წელს (ავსტრალიურ ინტერნეტფორუმზე) გამოიყენეს. თავდაპირველი სელფი ხარისხით ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა მისი აღორძინება უკვე 2010 წელს სოციალური ქსელის განვითარებამ მოიტანა. ჯერ ახალგაზრდებში იყო პოპულარული, მაგრამ დროთა განმავლობაში, პოპულარობა თითქმის ყველა ასაკის ადამიანში მოიპოვა. 2013 წლის ბოლოსთვის სიტყვა სელფი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის ონლაინ ვერსიაშიც შეიტანეს და წლის სიტყვად დასახელდა... არსებობს კოსმოსში გადაღებული სელფებიც...

მოკლედ, ამხელა შესავალს მინდა, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციაც მოვაყოლო, - ჟურნალი "ბომონდი", დიზაინერი თამუნა ინგოროყვა და ინტერნეტპორტალი marao.ge კონკურსს - "სელფ-ქასტინგი" იწყებს.

თეა აგლაძე, ჟურნალ "ბომონდის" მთავრი რედაქტორი:

- ეს არის თემა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და თან, თემაც ამოუწურავია. ასეთი კონკურსის პრეცედენტი დიზაინერმა მარკ ჯაიკობსმა მოაწყო. ჩაატარა ქასთინგი, სდაც მონაწილეობდა უამრავი უცნობი ადამიანი. ფოტოები "ინსტაგრამზე" იტვირთებოდა, ანუ ხალხი იქ აგზავნიდა. მოკლედ, სელფის გადაღება, ანუ "უსაქმურობა" როგორც მას უწოდებენ, ახლა აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჰოდა, იდეა გამიჩნდა, ასეთი კონკურსი ჩვენც მოგვეწყო. კიდევ ერთი ასეთი ფაქტია ცნობილი, - ერთ-ერთმა უკრაინელმა დიზაინერმა მოაწყო მსგავსი კონკურსი და ისიც წარმატებული აღმოჩნდა. მოკლედ, ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში მასობრივად ერთვება. ამას კიდევ სტიმული ის აქვს, რომ კარგი პრიზებია ხოლმე დაწესებული.

- თქვენ რას ჰპირდებით კონკურსანტებს?

- გამარჯვებული ფოტოს "ბომონდის" ყდაზე დავბეჭდავთ, მგონი, ძალიან მაგარია, რომ ასე მოულოდნელად ჟურნალის სახე გახდები. თამუნა ინგოროყვას მაღაზიასთანაც გამოიფინება მისი ფოტო და დიზაინერი წარმატებულ გოგონას  საუკეთესო კაბას აჩუქებს... რაც მთავარია, ის ხალხის რჩეული გახდება და შესაბამისად, კარგ პრიზსაც მიიღებს.

- როგორია კონკურსის პირობები...

- კონკურსში მონაწილეობა 16-დან 25 წლამდე გოგონებს შეეძლებათ. ისინი საკუთარ გადაღებულ სელფებს გამოგზავნიან. ამას მნიშვნელობა აქვს. კონკურსანტები ფოტოს ინტერნეტპორტალ "marao.ge"-ის მისამართზე: marao@marao.ge გააგზავნიან, რომლებიც ამავე საიტზე აიტვირთება.

გამოგზავნა აგვისტოს ბოლომდე შეუძლიათ, ანუ მათ განკარგულებაში მთელი ზაფხულია. თან, კარგი პერიოდია ამისთვს, რომ სელფებით დაკავდნენ.

- აგვისტოს ბოლოს რა მოხდება?

- გაიმართება შესარჩევი მეორე ტური, რომელშიც 10-10 ადამიანი გადავა: 10 "ბომონდიდან", 10 ინგოროყვას მაღაზიიდან და 10 "marao.ge"-დან. სექტემბრის ბოლოს კი ყველაფერი შეჯამდება. გამარჯვებულის დაჯილდოება ბათუმში მოხდება.

- კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, - კონკურსში ცნობილ ადამიანებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ, ხომ?

- არა, რადგანაც ჯეიკობსის განმარტებით რომ გითხრათ, ეს არის ქუჩის გადაღება და ფეისებზე არ არის გათვლილი. აქცენტი უცნობ ადამიანებზე კეთდება.

- რა კრიტერიუმებით შეირჩევიან?

- დიზაინერები, იმიჯმეიკერები, ჩვენც - რედაქცია, "marao.ge" ერთობლივად გამოვავლენთ. მთავარია, რომ ფოტოზე ადამიანის თავის გამოხატვის უნარი იყოს დაფიქსირებული.

- ბევრი სელფის გადაღებას, გარკვეულწილად მანიას უწოდებს.

- ეს არ არის მანია, - ამას ჩვენ ვამბობთ. ეს დროის მოტანილი რაღაც ფაქტია, რომელსაც ჯანსარად უნდა შევხედოთ.

სულ ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ძალიან მომწონს ასევე ლინდა მაკარტნის სელფი, რომელიც შვილებთან ერთად აქვს გადაღებული...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება