დათო ფორჩხიძე: ''ქართველი როსკიპების 80%-ს სძულს მამაკაცის სასქესო ორგანო''...

დათო ფორჩხიძე: ''ქართველი როსკიპების 80%-ს სძულს მამაკაცის სასქესო ორგანო''...

90-იან წლებში უშუქობასა და ყველანაირ უპირობობაში ჩამოყალიბებული შოუბიზნესის წარმომადგენლები აქტიური შემოქმედებითი პროცესით ცდილობდნენ, სიახლე და ''სინათლე'' შეეტანათ საზოგადოების ცნობიერებაში. ალბათ სწორედ ამიტომ ამბობს ჩვენი რესპონდენტი დათო ფორჩხიძე, რომ 90-იანი წლები პროგრესის ოაზისი იყო. მუსიკოსს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. როგორ შეიძლება, ორმა ადამიანმა ურთიერთობა, ოჯახი ააწყოს მოტაცებით, ეს ხომ ყველაზე ნებაყოფლობითი აქტია.

- ტრადიციას, რომელიც იდენტობას შემინარჩუნებს და სხვა ერებისგან გამომარჩევს, მაქცევს განსხვავებულად და ორიგინალურად, რა თქმა უნდა, მოვეფერები, მაგრამ გახსოვთ, რომ 10-15 წლის წინ ოჯახების დიდი ნაწილი მოტაცებით იქმნებოდა, უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, ეგონათ, ჩვენ ვიყავით ველური ტომი, რომელიც ადამიანებს იტაცებდა. დრო რომ გავიდა, დავფიქრდით და მივხვდით, რომ ეს ქმედება სასაცილოა. როგორ შეიძლება, ორმა ადამიანმა ურთიერთობა, ოჯახი ააწყოს მოტაცებით, ეს ხომ ყველაზე ნებაყოფლობითი აქტია. ჰოდა, ეს ტრადიცია ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც უშუქობა და დღეს თითქმის არ გვახსოვს, რომ 10-15 წლის წინ ეს იყო ნორმა და კარგი პონტი.

ერთი ირლანდიელი მეგობარი მყავდა, რომელიც საქართველოში წარმატებული დიჯეი გახლდათ და იმავდროულად საქართველოს ისტორიით იყო დაინტერესებული, მამამისი პატრიოტად ზრდიდა. ბავშვობაში მისთვის უკითხავს, გავიგე, ირლანდიელები ასეთი მაგრები ვართ, მაგრამ სხვა ჩვენნაირად მაგარი ერი კიდევ არის ქვეყანაზეო? მამამისს უპასუხია, საბჭოთა კავშირში არის საქართველო, სადაც ჩვენნაირად მაგარი ერი - ქართველები ცხოვრობენო.

ამ პათოსით გაზრდილი ჩემი მეგობარი წინა ხელისუფლების დროს ჩამოვიდა საქართველოში, გამიხარდა, ჩვენი ქვეყნისადმი მისი ასეთი დამოკიდებულების შესახებ რომ შევიტყვე და საქართველოზე შექმნილი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე, მან კი იცით, რა მითხრა? იმედგაცრუებული მივდივარ, რადგან თქვენ თქვენსას ივიწყებთ და დასავლეთისკენ ილტვითო. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა სინანულით თავი დაუქნია, მე კი ინფორმაცია შევაგროვე და მერე ვკითხე, თქვენი მოსახლეობის რამდენი პროცენტი ლაპარაკობს ირლანდიურად-მეთქი, დაახლოებით ორიო, ჩვენთან კი 100% ლაპარაკობს ქართულად, ამის შემდეგ ნუ მასწავლი პატრიოტობას და ნუ მომთხოვ, რომ ჩოხითა და ხინკლით დაგხვდე, როგორც აბორიგენი და ელექტრონული მუსიკა მარტო შენ აკეთო-მეთქი.

მე მინდა, რომ რიტუალებზე ჩოხაც მეცვას, ''არმანიზე'' მაგარი ნაწარმი ავთანდილმა შექმნას, რომელსაც აუცილებლად ჩავიცვამ და ქუთაისის ავტოქარხანამ ''მერსედესზე'' მაგარი ''კაზ ეს'' კლასი გამოუშვას-მეთქი. აქედან გამომდინარე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრადიცია არ არის პროგრესის მტერი, შავ-თეთრი ფერებიდან უნდა გადავინაცვლოთ ფერადზე. ადამიანების ინსტინქტია, როგორც აწყობს, ისე იცხოვროს, თუ ამაში ტრადიცია ეხმარება, გაუმარჯოს იმ ტრადიციას, ხოლო თუ ხელს უშლის, ეს უკვე მონობა ხდება.

- რატომაა ჩვენს ქვეყანაში ასე გავრცელებული სუფრისა და დალევის ტრადიცია?

- იქიდან გამომდინარე, რომ ღვინო ჩვენი ბიზნესია, ის მაგარ ტიპად ვაქციეთ და დალევის ტრადიცია დამკვიდრდა. ლუდს ''დავერიეთ'', ამ სასმლით სიდედრის სადღეგრძელოს ვსვამდით და არ ვიცოდით, რომელს ვაკნინებდით, ლუდს თუ სიდედრს. ამის რეალური მიზეზი იყო ის, რომ ვქომაგობდით ღვინოს, რაც, ჩემი აზრით, ცოტა სულელური პრაგმატიზმია. თამადის ინსტიტუტი ამ სიტუაციამ მოიტანა. ბევრს აღარაფერს ვიტყვი განსხვავებულების დალევასა და ღვინის ჩახეთქვაზე, რადგან ისედაც გავიგეთ, რომ ეს ცუდია და თუ მე არ მინდა, ვერანაირი ძალით ვერ დამალევინებენ განსხვავებულს. თუმცა, თუ გავაცნობიერებ, რომ ცეროზი და ღვიძლის დაშლა კარგია, დავიწყებ ბევრის დალევას.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება