ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილს ამბოხის გრძნობა აწუხებს

ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილს ამბოხის გრძნობა აწუხებს

რუსა ამირეჯიბს 12 ივნისს ნოველების კრებულის პრეზენტაცია ჰქონდა. წიგნში, სახელწოდებით ''ხმა'', 30 ნოველაა შესული, რომელიც ხუთი წლის განმავლობაშია დაწერილი. როცა ''მწერლის ანკეტის'' სტუმრად მოვიწვიეთ, რუსამ გვთხოვა, ანკეტა წერილობით მიგვეწოდებინა. თავად შევავსებ, რადგან წერა საუბარზე უკეთ მეხერხებაო...

სახელი გვარი: რუსა ამირეჯიბი.

პროფესია: მწერალი

ვიყავი...

გულუბრყვილო, თავნება და ქარაფშუტა

ვარ...

თავნება, არაგულუბრყვილო, არაქარაფშუტა

დაუვიწყარი მოგონება, რომელიც ბავშვობიდან დღემდე მოგყვებათ...

ასეთი უამრავი მაქვს, თითქმის ყველა ჩემს ბავშვობას, ბავშვობის მეგობრებსა და ბავშვურ სიტუაციებს უკავშირდება.

ოჯახი...

არ ვიცი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ თემაზე რა გითხრათ, მაქვს ოჯახი ისე - როგორც ყველას. უბრალოდ, არ მყავს ქმარი.

მიმი (შვილი)... მიყვარს ინსტინქტურად, ბიოლოგიურად, გონებითა და მთელი გულით. რა არჩევანიც უნდა გააკეთოს ცხოვრებაში, გვერდში დავუდგები, მთავარია, ის აკეთოს, რაც კარგად ეხერხება და თან უყვარს. არ მივცემ უფლებას, ლოიალურობა დაკარგოს. ჩვენ - მეგობრები ვართ.

წერა დავიწყე, როცა...

14 წლის ვიყავი. თუმცა ამას სერიოზულად 33 წლისამ შევხედე. პირველი ჩემი მოთხრობა ''ცხელი შოკოლადის'' ლიტერატურაში დაბეჭდა მახო ხარბედიამ. მეორედ ''ლიტერატურულ პალიტრაში" ''ფეხსაცმელი'' დაიბეჭდა. 2010 წელს ''ფეხსაცმელი'' 39 რჩეულ მოთხრობას შორის მოხვდა და ამის მერე სხვადასხვა გამოცემაში ვიბეჭდები.

დღეს ვწერ...

მცირე ზომის ერთ წიგნს, რომელსაც ჰქვია ''ნისლი'', შედგება მოკლე თავებისაგან, არის ფსიქოლოგიურ-ფანტასტიკური ტრილერი. მთავარი აზრი: ადამიანები "დღის შუქზე" ვმალავთ საკუთარ თავს, ხოლო "არახილვად" გარემოში - ვამჟღავნებთ. ისევ ვამბობ სიმართლეს, უპირატესობას… ვანიჭებ ემოციებს, ერთ-ერთ ხაზად ჩვენი რელიგია მიჰყვება. ნაწყვეტი გამოქვეყნდება ''ლიტერატურულ გაზეთში'', ხოლო მეორე ნაწყვეტი – ''ლიტერატურულ პალიტრაში''. საერთოდ, ვწერ სიმართლეს და ვარ სუბიექტური იმ საკითხებში, რაც არ მომწონს, რადგან ამ ხერხით არაჩვეულებრივად იკითხება ის, რაც მომწონს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება