"ღვინის კულტურის ქვეყანაში ქალის კალოშით, ტაშტით სვამენ ღვინოს და ესაა უბედურება" - რობის "პირში ძრახვა მოყვარე" ქართველებს

"ღვინის კულტურის ქვეყანაში ქალის კალოშით, ტაშტით სვამენ ღვინოს და ესაა უბედურება" - რობის "პირში ძრახვა მოყვარე" ქართველებს

"ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მუსიკოსმა რობი კუხიანიძემ აგრესიული სტატუსი დაწერა. "რუსეთელების მომხრეთა დედას შევ***არე, დააკომენტარეთ",- წერს მუსიკოსი საკუთარ გვერდზე. ამის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ქართული საზოგადოების პრობლემებზე სასაუბროდ Ambebi.ge მუსიკოსს დაუკავშირდა და შედეგად საინტერესო ინტერვიუ მივიღეთ. ნათქვამია, "მოყვარეს პირში უძრახეო", და რობიც ასე მოიქცა...

- ბატონო რობი, რამ განაპირობა ასეთი აგრესიული ფორმით რუსეთის და მისი მომხრეების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება?

- შეიძლება თქვენ ხედავთ აგრესიას. მე უბრალოდ სისტემები არ მიყვარს. ეტყობა რაღაცა კომენტარი მოვისმინე ტელევიზორში და ამან გამაღიზიანა. ზუსტად აღარ მახსოვს. მე ბევრი მეგობარი მყავს რუსი, როცა სისტემაზე და პუტინზე იწყება ლაპარაკი,  არ მსიამოვნებს, ჩვენი ბავშვები რუსეთის და ამერიკის წინააღმდეგ არ უნდა იბრძოდნენ, მე პაცეფისტი ადამიანი ვარ და წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ომის და ძალადობის. პოლიტიკა ჩემთვის არის, ბავშვობაში სილაში მანქანობანას რომ ვთამაშობდით. მაგან გამომიყვანა წყობიდან, მაპატიონ იმისთვის, რომ ასე მოვისხენიე ისინი. ქუთაისელი კაცი ვარ და ქუთაისელები ევროპელები ვართ. ახლა ასოცირებას, რომ მივიღებთ, გაერთიანდება საქართველო. იმდენად მოუმზადებელია ყველა მთავრობა, პოლიტიკოსები, მაინც ოჯახის დონემდე დადის მთელი პოლიტიკა. თქვენ რამდენი გაქვთ პრემია?

- მე არ მაქვს პრემია...

- მაგაზეა საუბარი. ხალხი მშიერია, იმის გამართლება, რომ სახელფასო დანამატი და პრემია ავიღე, ზედმეტია. ასე თუ გაგრძელდება, მერე სტალინს მოითხოვენ. სანამ არ იქნება თითოეული ბავშვის უფლება დაცული, არაფერს აზრი არ აქვს. ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც მოსახლეობის 80 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მოხუცებს პენსიებიც აღარ აქვთ, არც წინასაარჩევნოდ დაპირებული კბილები. მოხარული და უბედნიერესი ვიქნები, ისეთი საქართველო იყოს, სადაც გაბრაზებული ხალხი, "პოლის" ჯოხები, თოხები, ცოცხები არ იქნება. არავის არ აქვს უფლება, ჩემი და შენი ფული საქველმოქმედოდ გადარიცხონ. მოგვცენ ჩვენი ფული და ჩვენ მივუტანთ იმ ბავშვებს და მოხუცებს, ვისაც ეკუთვნის.

- ირაკლი შიხიაშვილს გულისხმობთ?

- კონკრეტულად არავინ მიგულისხმია, არ ვიცი, ვის რა გადაურიცხეს. რასაც ვუყურებ, ისეთ ფულზეა ლაპარაკი გაოგნებული ვარ. ერთი კლინიკა მაინც ააშენონ დაავადებული ბავშვებისთვის, მეგობრები მყავს, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან და მაღაზიაში ვერ მიდიან სიგარეტის საყიდლად. ხომ შეიძლება,  გააკეთონ გზები და იგორიალონ თავისუფლად. ამერიკას თუ შევადარებთ საქართველოს, იმ ეტაპზე ვართ, რა ეტაპზეც ამერიკა იყო 30-იან წლებში. თუ არ გადაგვყლაპა რომელიმე მონსტრმა, ჩვენც მივაღწევთ განვითარებას.

- ბოლო დროს აქტუალური გახდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოში, თქვენ როგორ უყურებთ უმცირესობას?

- რუსებმა მაგალითად, აკრძალეს უმცირესობები, მე ეს არ მაწუხებს, შარშან რომ მოხდა ამბავი, მარშუტკა რომ ჩამოატარეს, სექსუალური უმცირესობის წევრი არ იჯდა იქ, ცნობილი სახეები ისხდნენ, რომლებიც დიზაინს, რეჟისურას ა.შ არიან ამოფარებული. უმცირესობაში ჩვენნაირი ადამიანები არიან საქართველოში, რადგან ჩვენი უფლებები არ არის დაცული. ჰაშიშზე იჭერენ ბავშვებს, მოსაწევზე 14 წლამდე პატიმრობას უსჯიან. როცა შეგიძლია ატომი დაამზადო კუსტარულად და 4-7 წლამდე გაპატიმრებენ. ღვინის კულტურის ქვეყანაში ქალის კალოშით, ტაშტით სვამენ ღვინოს და ესაა უბედურება. ყველაზე ცუდი, რაც არის საქართველოში, ისაა, რომ კულტურას მართავენ, კულტურით უნდა სარგებლობდეს სახელმწიფო. სანამ კულტურული არ იქნება ერი, აზრი არ აქვს არაფერს. მინდა ზურგჩანთა გადაკიდებულმა ფეხით ვიარო ქვეყანაში და ვიღაცა იარაღიანი არ შემხვდეს მეტროში. ამას ხომ ბავშვები უყურებენ? მინდა სათამაშო იარაღიც არ იყიდებოდეს მაღაზიებში. იარაღის ტოლფასია "ბარბიც", რადგან ადრე აყალიბებს ბავშვს, ხვდებით ალბათ, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ იყოს "ბარბი", იარაღს ჯობია.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება