აგუტინების ოჯახში ახალი ტრაგედია დატრიალდა

აგუტინების ოჯახში ახალი ტრაგედია დატრიალდა

ლეონიდ აგუტინის ოჯახში ახალი ტრაგედია დატრიალდა. პოპულარული მომღერლის ნახევარდას პატარა ვაჟი დაეღუპა.

მომღერალმა Instagram-ის გვერდზე პატარა ბავშვის საფლავის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს ატვირთვის პარალელურად მომღერალმა მატვეი აგუტინის დასაფლავებაც გაიხსენა: "მღვდელმა გვითხრა, რომ ყველა ადამიანი, ვინც იბადება, სამუდამოდ ცოცხლობს, მხოლოდ დედამიწაზე სიცოცხლისთვის ყველას განსხვავებული ვადა აქვს. ეს შესაძლოა ასეცაა, მაგრამ რატომღაც ეს არ მამშვიდებს. აქამდე არასდროს მენახა ასეთი პატარა ადამიანის პატარა საფლავი. მას თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა.  ჩვეულებრივი გაციება გაურთულდა და 2 დღეში პატარა ვეღარ ადგა...  დედის მწუხარებას სიტყვებით ვერ აღწერ...",- დაწერა აგუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მომღერლის მეუღლეს, ანჟელიკა ვარუმს მამა გარდაეცვალა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება