''ისეთი მეცენატობა ჩავიდინე, ლამის კენჭი ვიყარე...''

''ისეთი მეცენატობა ჩავიდინე, ლამის კენჭი ვიყარე...''

მსახიობი პაატა გულიაშვილი ''კომედი არხზე''ახალ გადაცემას უძღვება სახალისო სახელით - ''პური ჭამა პაატა გულიაშვილთან ერთად''. ცოტა ინტრიგა, ბევრი იუმორი, იოლი რეცეპტები, ესაა გადაცემის მთავარი პრინციპი. მსახიობს ''რუსთავი 2''-ში სწორედ მაშინ ვესტუმრეთ, როცა ამ გადაცემას წერდნენ და საუბარიც ამ თემაზე დავიწყეთ.

- პაატა, კულინარიით როდის დაინტერესდი?

- არ არის ეს გადაცემა მხოლოდ კულინარიაზე. მაყურებელს რთულ რეცეპტებს არ ვთავაზობთ. მოგვიხარშავს სოსისი, ჩაი აგვიდუღებია სტუმართან ერთად, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც იუმორზეა გაკეთებული, ვინაიდან ''კომედი არხზე''გავდივართ. ამ გადაცემის პროდიუსერი და ჩემი თა-ნაწამყვანი არის ნიკა რამიშვილი, იგივე დრუპი, რომელიც გადაცემაში იძლევა შენიშვნებს, როგორ დავჭრა ხახვი, როგორ წავიყვანო გადაცემა და შემდეგ ჩვენ მიერ მომზადებულ კერძებს აგემოვნებს. პირველად ქართულ, და არა მარტო ქართულ ტელესივრცეში, ჩვენ გავაკეთეთ ნამცხვარი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, ძაღლებისთვის. გადაცემაში გვყავდა მოყვანილი ძაღლი, რომელმაც შემდეგ ეს ნამცხვარი დააგემოვნა.

- ტკბილი რომ არ შეიძლება ძაღლისთვის, ისინი ინსულინს ვერ გამოიმუშავებენ...

- მთლად ''ჩიტის რძე''არ მოგვიმზადებია, ისეთი ნამცხვარი მოვუმზადეთ, რომელიც არ არის მავნებელი მისი ჯანმრთელობისთვის... ერთი სიტყვით, ვერთობით, როცა ხელფასი იგვიანებს, ვჭამთ (იცინის).

- სახლშიც აკეთებ გემრიელ კერძებს?

- არა, მაგრამ ვიცი კარგი საჭმელების გაკეთება, უფრო ხორციან კერძებს ვამზადებ, რაც მამაკაცს ხელეწიფება. როცა ბიჭები მივდივართ სადმე, სიამოვნებით ვამზადებ მწვადს, ჩაქაფულს. ჩემთვის სულ არ ტეხავს, კაცმა გემრიელი საჭმელების კეთება რომ იცის, საერთოდ, კაცები უფრო კარგი კულინარები არიან.

- მეუღლესაც უხარია ალბათ ეს ამბავი.

- არა, მეუღლე სამზარეულოში არ მიშვებს, ყველაფერს აქეთ-იქით ვყრი და მერე თავიდან ბოლომდე დასალაგებელია ხოლმე სამზარეულო. გადაცემაში 4-5 კაცი გვეხმარება, გვირეცხავენ, გვისუფთავებენ.

- პაატა, გადაცემაში ''გააცინე და მოიგე''ხუთი ათასი ლარი მოიგე. ''რუსთავი 2''-მა თავად მიგიწვია სტუმრად?

- ამ გადაცემაში ორჯერ მიმიწვიეს, ორჯერვე უარი ვთქი. სიმართალე გითხრათ, ვნერვიულობდი, მაყურებელი იუმორის კუთხით მიცნობს, ვფიქრობდი, რომ ვერ გავაცინო ესენი, ხომ დამენგრევა მთელი კარიერა-მეთქი (იღიმება). ბოლოს, ''რუსთავი 2''ოცი წლის რომ გახდა, თანამშრომლები მიგვიწვიეს გადაცემაში, თან არხის დირექტორი იჯდა ჟიურიში, ვეღარ ვთქვი უარი. ჩემგან ყველა ანეკდოტს ელოდებოდა ან ამბავს, რომელიც რეალურად გადამხდა თავს, ყველა გადაცემაში ამას მთხოვენ ხოლმე. ამიტომ აქ შევეცადე, განსხვავებული ვყოფილიყავი. მოვიფიქრე იდიოტური, არარსებული ისტორია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ''რუსთავი 2''-ის მოსმენებსა და ინტრიგებთან და მოვყევი. მოვყევი რა, ვინ მომაყოლა. პირველივე წინადადებაზე კვდებოდნენ სიცილით.

- ახლა მაინც მოგვიყევი?

- მოსაყოლი არაფერია, ხომ გითხარი, არარსებული ამბავია, გზადაგზა ვიგონებდი. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მეტყობოდა კიდეც. მეშინოდა, ზედმეტი არ მომსვლოდა, არ გადამემლაშებინა. მერე რომ ვნახე, ამ იდიოტობაზე იცინოდნენ, გავთამამდი. ერთი წუთი არ იყო გასული, ათასი ლარი რომ მოვიგე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება