ელტონ ჯონი: "იესო ქრისტე გეი ქორწინებას მხარს დაუჭერდა"

ელტონ ჯონი: "იესო ქრისტე გეი ქორწინებას მხარს დაუჭერდა"

მომღერალი ელტონ ჯონი ამტკიცებს, რომ იესო გეი ქორწინებას მხარს დაუჭერდა. მან ინტერვიუ Sky News-ს მისცა.

"ეკლესიის იერარქია, ტრადიციები შესაძლოა, ამ თემის მიმართ განსხვავებულია, მაგრამ დრო შეიცვალა. იესო ქრისტე დღეს ცოცხალი რომ იყოს, ვერ წარმოვიდგენდი მას როგორც ქრისტიან ადამიანს, რომელიც იტყოდა, ეს არ შეიძლება მოხდესო. ის იყო ყველაფერი, რაც კი სიყვარულთან, თანაგრძნობასთან და პატიებასთან ასოცირდება - ის ცდილობდა, ადამიანები ერთად შეეკრიბა და აი, რას უნდა აკეთებდეს და რაზე უნდა ფიქრობდეს ეკლესია. რომის პაპი ფრანცისკი შესანიშნავი ადამიანია. ის თავისი ჰუმანურობით ძალიან მაოცებს", - განაცხადა ვარსკვლავმა ინტერვიუში.

როგორც მომღერალმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გეგმავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

"არაა კარგი, როდესაც კედელს აღმართავ - აუცილებელია ხალხთან საუბარი", - ამბობს მომღერალი.

მომზადებულია Sky News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება