სად ასვენებენ შვილებს ქართველი ცნობილები

სად ასვენებენ შვილებს ქართველი ცნობილები

მართალია, ჩვენი ქვეყანა კურორტების ნაკლებობას არ უჩივის, პირიქით, ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ განებივრებულები ვართ, მაგრამ კეთილმოწყობილ გათანამედროვებულ კურორტებზე დასვენება საკმაოდ ძვირია. ზოგ შემთხვევაში იმდენად ძვირი, რომ იმავე თანხით შესაძლებელია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება. ეს განსაკუთრებულად ხელსაყრელია ზღვის მოყვარულთათვის, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, ამა თუ იმ უცხოურ საზღვაო კურორტზე ამინდებიც მდგრადია, (დასვენების დროს ცას თხოვნით არ შეჰყურებ, არ გაწვიმდე, ერთი კვირით ვარ ჩამოსული და შენი ჭირიმე, დასვენება მაცადეო) მომსახურების დონეც მაღალია და ფასებს თუ შეადარებ, შეიძლება, აქაც უცხოეთმა გადასწონოს უპირატესობით. ბავშვიან დამსვენებელს კი უფრო მეტად სჭირდება კომფორტი და მაღალი სახის მომსახურება. საინტერესოა, სად ასვენებენ თავინთ შვილებს ქართველი ცნობილები, აკმაყოფილებთ თუ არა ქართული რეალობა და როგორია მათი საზაფხულო გეგმები.

ლენუკა ყიფშიძე:

- ჩემი შვილი ორჯერ მყავდა საზღვარგარეთ დასასვენებლად. პირველად 2008 წელს, ომიანობის დროს დაემთხვა ჩვენი წასვლა, დეიდაჩემთან კვიპროსზე, მეორედ კი 2010-ში, ორივე შემთხვევაში სამ-სამი თვე გავჩერდით იქ და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით. ბავშვს წამოსვლა არ უნდოდა. ქართულ კურორტებზეც ერთად დავდივართ, მე თითქმის მთელი ბავშვობა რაჭაში ვისვენებდი და ძალიან მიყვარს. წელს შეიძლება, რაჭაში წავიდეთ, ან აბასთუმანში, უფრო მთაზე შევაჩერებთ არჩევანს, რადგან ჩემთვის ზღვა არ შეიძლება. შარშან კვარიათში მყავდა, მენინგიტით ჩამოვედით იქიდან და არასასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი... საქართველოში ცუდი ის გვაქვს, ზღვაზე რომ მიდიხარ, თითქმის ყოველთვის წვიმს. ზოგადად, ქართული განახლებული კორორტები არაა ხელმისაწვდომი და მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს იქ დასვენებას. იმდენად ძვირია საქართველოში ნორმალური დასვენება, იმავე ფასად საზღვარგარეთ უკეთ დაისვენებ. 10 დღეში რა თანხაც აქ უნდა დახარჯო, იმავე ღირებულებაში საზღვარგარეთაც შეძლებ დასვენებას, თან ამინდიც მეტნაკლებად გარანტირებული გექნება.

ნინუცა მაყაშვილი:

- ნოდარიკო კერძო ბაღში დამყავს, რომელსაც უკვე მესამე წელია, ორი კვირით ან ერთი თვით, დასასვენებლად ბეთანიასთან ახლომდებარე სოფელ ამლევში დაჰყავს. ამას უკვე მიჩვეულია და სიხარულით იძახის, სოფელში მივდივარო, თან ისე გაზრდილი არ მყავს, უჩემოდ რომ ვერ ძლებდეს. ამლევიდან დაბრუნების შემდეგ, აგვისტოში კი ძირითადად ჩემს დაქალ მარიამთან მივდივართ საგურამოში, ისიც ბავშვიანია და ერთად კარგად ატარებენ დროს. ხანდახან უზნეოდაც ვიქცევი, დედასთან ვტოვებ და 3-4 დღით განსატვირთად ბათუმში მივდივარ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება