მაია დარსმელიძე სკანდალურ სტატუსზე განმარტებას აკეთებს

მაია დარსმელიძე სკანდალურ სტატუსზე განმარტებას აკეთებს

მომღერალ მაია დარსმელიძისთვის წინა კვირა დაძაბული გამოდგა... ყველაფერი კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით დაიწყო:

"ქართული ოცნების" მაისურიანი მათხოვარი შემხვდა ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო, მთხოვდა... End of story"..

სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ადამიანს რომელსაც პურის ფული არ აქვს, სავარაუდოდ, არც ახალი ზმანის ფული ექნება და მისთვის სულერთია, "ოცნების" მაისური აცვია თუ მელიის გამოსახულებიანი, ციფრი 5-ით მოქარგული".

"ხუთნომრიან მაისურს ჩაიცვამს, რომ იცოდეს, ხვალ ერთ ლარს მისცემ, მათხოვარი მათხოვარია, რა მნიშვნელობა აქვს, რა აცვია".

"კვირის პალიტრა" მაია დარსმელიძეს დაუკავშირდა: - არ ვიცი, ვის ინტერესებშია ჩემს წინააღმდეგ ხელოვნურად აგორებული ეს "შავი პიარი. "ქართული ოცნების" მაისურიანი მათხოვარი შემხვდა იმ დღეს ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო, მთხოვდა." აქ არანაირი გაღიზიანება არ იყო აღნიშნული, ვთქვი, რომ გაჭირვებული ადამიანი, ისევ გაჭირვებულად დარჩა...

კომენტარებში მეკითხებოდნენ, მივეცი თუ არა მათხოვარს ერთი ლარი, სადაც პასუხად მიწერია: "მივეცი ლარი და გავიფიქრე, რომ მიუხედავად "ჩემი განსხვავებული პოზიციისა, ,,ოცნების" მაისურიანს დავეხმარე".

- "ქოცებო", დატყდით აქედან", - ეს ფრაზა ხომ ნამდვილად თქვენ გეკუთვნით?

- ეს სიტყვები მიწერია ორი-სამი დემაგოგის პასუხად და მათ იგულისხმეს, რომ "ქოცებს" მოვუწოდებდი, ქვეყანა დაეტოვებინათ. ამაზე კომენტარებში მპასუხობდნენ: "შენ თვითონ დატოვე ქვეყანაო"."

მე აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ და ნებისმიერი შემეჯიბროს ქვეყნის სიყვარულში...

- კომენტარებში დაწერეთ: "მათხოვარს ჩემი მაისური რომ სცმოდა, დავეხმარებოდიო"...

- ჩემი კომენტარები, სადაც 5-ნომრიან მაისურზეა საუბარი, ჩემი სტილია - როდესაც აზრი არ აქვს კამათს და ვიღაც დემაგოგობს, მცირეოდენი სარკაზმით ვპასუხობ - ეს ჩემი პასუხია არაადეკვატური კომენტატორების მიმართ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება