ნინამ ხატია შამუგიას ირაკლი ალასანიასთან გადაღებული ფოტო დაუწუნა

ნინამ ხატია შამუგიას ირაკლი ალასანიასთან გადაღებული ფოტო დაუწუნა

ყურადღებით! ვიწყებთ, გიხაროდენ, გენა, ფონოგრამა – ამ სიტყვების ავტორი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი გახლავთ. 1996 წელს მაშინდელი ქართული შოუბი-ზნესი ედუარდ შევარდნაძისა და ''მოქალაქეთა კავშირის'' მხარდასაჭერად შეკრიბა და წინასაარჩევნო სიმღერა დაწერა. ტელევიზიით იმდენად ხშირად ტრიალებდა ვიდეორგოლი, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თუ გააჩერებდით, გეტყოდათ, რომელი მომღერალი რა პარტიას ასრულებდა.

''ჩემი ცისანას'' გარდა, კლიპში უამრავი მომღერალი მონაწილეობდა: აჩიკო მეფარიძე, თამუნა ამონაშვილი, ნინო სურგულაძე, სოსო პავლიაშვილი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, დათო გომართელი, ირმა სოხაძე, ლელა წურწუმია, ''ფორტე'', ''ქუჩის ბიჭები''...

მართალია, ამ სიმღერით საქართველომ ვერ გაიხარა, მაგრამ ''მოქალაქეთა კავშირმა'' არჩევნებში გაიმარჯვა და წლების შემდეგაც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ''გიხაროდენ'' გამარჯვებაში ერთ-ერთი კატალიზატორი გახლდათ.

2003 წლის ნოემბერში, როდესაც ''მოქალაქეთა კავშირმა'' კიდევ ერთხელ ''გაიმარჯვა'', მომღერალთა მთელი გუნდი ისევ მათ უმაგრებდა ზურგს და მათი წარმატება სიმღერ-სიმღერით აღნიშნეს სტადიონზე. თუმცა რამდენიმე დღეში ''ვარდების რევოლუცია'' დაიწყო და მათი დიდი ნაწილი ყურადღებით აკვირდებოდა ახალი ხელისუფლების მოსვლას. როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას ტრიომ შევარდნაძე რევოლუციით გააცილა შინ, რამდენიმე დღეში ახალი ჰიმნი გამოცხვა, ''ახალი დღე''.

ამჯერად ბომონდი სტეფანე მღებრიშვილმა და ია ფარულავამ შეკრიბეს.

მათ შორის იყვნენ ვერიკო ტურაშვილი, მარიკა თხელიძე, ქრისტინე იმედაძე, თიკა ჯამბურია და უამრავი ახალი სახე, რომლებიც ''გიხაროდენ''-ის ცნობილ კლიპში არ მონაწილეობდნენ. მათ ახალი პარტიის დაბადება ძველ ''გახარებულ'' სახეებთან ერთად აღნიშნეს. ''ვარდოსნებს'' სიამოვნებით უმღერეს თამუნა ამონაშვილმა, ლელა წურწუმიამ, დათო გომართელმა, ''ქუჩის ბიჭებმა'', თემურ თათარაშვილმა. მათთვის კი, ვისაც კითხვა გაუჩნდა, ადრე რატომ უმღეროდნენ შევარდნაძეს, პასუხი ასეთი იყო, რომ ქვეყანა ერთ ადგილას გაიყინა და ცვლილებები საჭირო გახდა.

საქართველოს სათავეში ''ნაციონალური მოძრაობის'' მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მომღერლებს შეექმნათ, რადგან მთავრობის მხრიდან გადარჩეული მუსიკოსების ნაწილი დიდ პატივში აღმოჩნდა, მაგრამ მეორე ნაწილი ''ჩააჩოჩეს''. წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ მაია ჯაბუას, ეკა კვალიაშვილს, ''ფორტეს'', ლიზა ბაგრატიონს, ნატო მეტონიძესა და სხვა უამრავ მომღერალს ნაციონალები ბლოკავდნენ და სხვადასხვა კონცერტსა თუ საღამოებზე არ იწვევდნენ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება