ზურა ქაფიანიძის შვილს ჯუდ ლოუს ამსგავსებენ

ზურა ქაფიანიძის შვილს ჯუდ ლოუს ამსგავსებენ

ბექნუ ქაფიანიძე პირველად სამი წლის წინ ახმეტელის თეატრის სცენაზე გიორგი ქანთარიას სპექტაკლ ''გასროლაში'' ვნახე. მაშინვე გვითხრეს, რომ ის ზურა ქაფიანიძის შვილი იყო. ამ ხნის განმავლობაში მასთან შეხვედრა არ მოხერხდა, საერთოდ, პრესა და ტელევიზია არ არის განებივრებული არც ბექნუს და არც მისი და-ძმის ინტერვიუებით, მაგრამ ამჯერად შეხვედრა შედგა და ის თავის პროფესიულ გზაზე, ოჯახსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრა...

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება არ მქონია დაგეგმილი. მინდოდა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩამებარებინა. დღესაც ძალიან მაინტერესებს, როგორ წარი-მართებოდა ჩემი პროფესიული გზა ამ კუთხით, მაგრამ დაახლოებით ერთი თვით ადრე მივიღე გადაწყვეტილება, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩამებარებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში შევაჩერე არჩევანი თეატრალურზე, გამოცდაზე ძალიან ვინერვიულე და განვიცადე. დარწმუნებული არ ვიყავი, მოვხვდებოდი თუ ვერა, მაგრამ ყველაფერი წარმატებით მოგვარდა. მაშინ რექტორი გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. ექვსი რეჟისორი იყვანდა ჯგუფს და მე გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. უფასოზე ვსწავლობდი და სტიპენდიაც მქონდა.

- გამოცდებზე იცოდნენ, რომ ზურა ქაფანიძის შვილი იყავით?

- რა თქმა უნდა, იცოდნენ, ვისი შვილი ვიყავი. მესმის შეკითხვის აზრი და ქვეტექსტი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მამა საქართველოს ყველა მოქალაქეს ყველაფერში ეხმარებოდა, სადამდეც ეს შეეძლო და სწვდებოდა, და ეს მისთვის ბედნიერება იყო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც ჩემს თეატრალურში მიღების საკითხს ეხება, შვილი გამონაკლისი იყო. მან აბსოლუტურად მომანდო ეს გადაწყვეტილებაც და ჩემი შემდგომი ნაბიჯებიც.

- თავიდან, როგორც ცნობილია, თავადაც არ სურდა მსახიობობა...

- დიახ, ტექნიკურ უნივერსიტეტში აბარებდა, მაგრამ იმ დროს აკაკი ხორავამ თავისთან წაიყვანა. ამ ამბავს მამა ხშირად ჰყვებოდა. რუსთაველზე იდგა და ხმამაღლა იცინოდა, როცა ახალგაზრდა ზურას შემთხვევით მოჰკრა თვალი და თავისთან დაიბარა. ძალიან შერცხვა, ეგონა, სასაყვედუროდ იხმო, მაგრამ როცა ხორავამ გაიგო, რომ მამას ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბა-რება სურდა, უთქვამს, არავითარ შემთხვევაში, ''გეპეიდან'' საბუთებს გამოიტან და თეატრალურში შემოიტანო. ხორავა ზურას მამასავით პატრონობდა და ზრდიდა ყველა თვალსაზრისით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი აკაკი ვასაძესთან გაგზავნა, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. აკაკიმ მთელი რეპერტუარი ააგო ზურაზე და მთავარი როლები ანდო. მოგეხსენებათ, მაშინ კინო საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა და ცხოვრება გაგრძელდა კინოში.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება